ISET წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 3,7%-ით გაზრდას ელოდება, მიმდინარე წლის პროგნოზი კი 4.6%-ია. რაც შეეხება მომდევნო კვარტალს, კვლევითი ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მშპ-ს ზრდის ტემპი 3.1%-მდე შენელდება.
“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა შენელებულია, საქართველოდან ექსპორტი კვლავ იზრდება, რაც ეკონომიკაზე დადებითად მოქმედებს”, – განმარტავენ ISET-ში.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, წლის პირველ 9 თვეში, ყველაზე მაღალი ზრდა საქართველოში ფიქსირდება. კერძოდ, თუკი III კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 4,1%-ით გაიზარდა, აზერბაიჯანში ზრდა მხოლოდ 0.6% იყო, სომხეთში 3.9%, რუსეთში კი 1.5%. 2%-ზე დაბალი იყო III კვარტალში მშპ-ს წლიური ზრდა თურქეთში. რაც შეეხება ინფლაციას, რეგიონის ქვეყნებში სამომხმარებლო ფასების ინდექსი ყველაზე მეტად თურქეთში იზრდება, სადაც ოქტომბერში ინფლაციის მაჩვენებელმა 25%-ს გადააჭარბა, მაღალი ინფლაცია ფიქსირდება უკრაინაშიც – 9.5%.
დატოვე კომენტარი