ისრაელის ერთ-ერთი უმსხვილესი სამხედრო კონტრაქტორის ინფორმაციით, ახალი მრავალფუნქციური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა სახელმწიფოს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ფენებში ტესტირებისას წარმატებით გამოიცადა.
Rafael Advanced Defense Systems-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, ყველასათვის კარგად ნაცნობი Iron Dome-ის საზღვაო მოდიფიკაცია, C-Dome-ი წარმატებით გაუმკლავდა კონკრეტული ტერიტორიისაკენ სხვადასხვა მიმართულებითა და კუთხიდან გაშვებულ სარაკეტო თავდასხმასა და დრონების სახით წარმოდგენილ სამიზნეებს.
ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გამოცდა ისრაელის სახელმწიფოს ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მიმდინარეობდა. C-Dome-მა სახელმწიფოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა და სტრატეგიული ობიექტები მომდინარე საფრთხეებისაგან წარმატებით დაიცვა.
„რკინის გუმბათის“ საზღვაო მოდიფიკაცია ისრაელის სახელმწიფო აქტივების, სტრატეგიული ინფრასტრუქტურის, კრიტიკული ობიექტებისა და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვისთვის მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენს.