ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის საზღვაო-სამხედრო ძალებმა და Rafael Advanced Defense Systems-მა წარმატებით დაასრულეს Iron Dome ჰსთ სისტემის საზღვაო ვერსიის ტესტირების ფინალური ეტაპი. საზღვაო C-Dome სარაკეტო თავდაცვის სისტემას ქვეყანა Sa’ar 6 კლასის კორვეტებზე განათავსებს.
C-Dome – სწორედ ასე ერქმევა ლეგენდარული Iron Dome-ის საზღვაო ვერსიას. მწარმოებელი სამხედრო კონტრაქტორისა და ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი განცხადების თანახმად, სისტემა რეალური საფრთხეების მიმართ მედეგობაში და სამიზნეების აღმოჩენა-განადგურებაში გამოიცადა.
შეგახსენებთ, რომ Iron Dome ისრაელის წარმოების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაა. ისრაელის სამხედრო კონტრაქტორის, Rafael Advanced Defense Systems-ის წარმოებული სისტემის ეფექტურობა არაერთხელ გამოიცადა საბრძოლო მოქმედებებში. 2021 წლის კრიზისის დროს სისტემამ ღაზას სექტორიდან გასროლილი რაკეტების მოგერიებაში თითქმის 100%-იანი შედეგი აჩვენა. შესაბამისად, სისტემის საზღვაო ანალოგის შექმნა ისრაელის თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის.
დატოვე კომენტარი