CNN-ის ინფორმაციის თანახმად, იტალიაში, გარდას ტბის მახლობლად Vittoriale degli Italiani-ს მიერ ორგანიზებული გამოფენიდან იტალიელი სკულპტორის, უმბერტო მასტროიანის ოქროს დაახლოებით 50 ნაკეთობა მოიპარეს.
როგორც ირკვევა, Museo d’Annunzio Segreto-დან მოპარული ხელოვნების ნიმუშების საერთო ღირებულება $1.3 მილიონს აჭარბებს.
მასტროიანის ერთ-ერთი ნამუშევარი, სახელად “Uomo/Donna”, მოგვიანებით საგამოფენო კომპლექსის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. თუმცა დანარჩენი 48 ნიმუშის მიკვლევა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
Vittoriale degli Italiani-ს ხელმძღვანელის განცხადებით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. მისივე თქმით, როგორც ჩანს ქურდობა საკმაოდ გამოცდილი ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული, ვინაიდან მათი მაღალი დონის უსაფრთხოების სისტემებისთვის გვერდის ავლა მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი.