2019 წლის ივლისში, წინა თვესთან (ივნისთან) შედარებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ლარში განთავსებული დეპოზიტები 136 მლნ ლარით შემცირდა. უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები 43 მლნ დოლარით შემცირდა, თუმცა ლარის კურსის დაცემის გამო, ლარში გამოსახული უხოურ ვალუტაში დეპოზიტები 452 მლნ ლარით გაიზარდა. შედეგად, ივლისის ბოლოს, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 63.7% შეადგინა. ივნისის ბოლოს დოლარიზაცია 62.8%, ხოლო ერთი წლის წინ 60.8% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში 16.6 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 9.4 მილიარდი ლარის დეპოზიტია განხორციელებული.
2018 წლის პირველ აგვოსტოსთან შედარებით, 2019 წლის პირველ აგვისტოს ლარში განთავსებული დეპოზიტები 871 მლნ ლარითაა გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 149 მლნ დოლარით.
2019 წლის პირველი აგვისტოს მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 2.9%-ია, ერთი წლის წინ 3% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.7%-ია, ერთი წლის წინ 8.4% იყო.
დატოვე კომენტარი