2019 წლის ივლისში, წინა თვესთან (ივნისთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) 351 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 92 მლნ დოლარით შემცირდა. ლარის კურსის გაუფასურების გამო, ლარში გამოსახული უცხოური ვალუტით სესხები 317 მლნ ლარით გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ლარში და უცხურ ვალუტაში გაცემული სესხები ჯამში 668 მლნ ლარით გაიზარდა. პირველი აგვისტოს მდგომარეობით, ორივე ვალუტაში ერთად 29.6 მილიარდი ლარის სესხია ბანკების მიერ გაცემული.
ივლისში ბანკების მიერ გაცემული სამომხმარებლო სესხები 68 მლნ ლარით გაიზარდა. ზრდა ძირითადად ლარში გაცემულ გრძელვადიან სესხებზე მოდის.
ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 2.2 მილიარდი ლარით არის გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი 417 მლნ დოლარით. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 56.5%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 54.4% იყო.
2019 წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, ლარში და უხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი არ შეცვლილა, ლარში სესხებზე 14.2%, ხოლო უცხოურ ვალუტაში 7.1%-ია.
დატოვე კომენტარი