საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის ივლისში 2021 წლის ივლისთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 40%-ით (154 მლნ აშშ დოლარით), ხოლო იმპორტი 26%-ით (232 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა. 2022 წლის ივლისში საქართველოდან საქონლის ექსპორტმა 540 მლნ აშშ დოლარი, ხოლო იმპორტმა 1,114 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ივლისის ექსპორტის მაჩვენებელი ერთი თვის რეკორდია – 540 მლნ აშშ დოლარი ან მეტი, აქამდე ერთ თვეში არ დაფიქსირებულა.
ივლისის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -574 მლნ აშშ დოლარია, რაც 2021 წლის ივლისის უარყოფით ბალანსზე 78 მლნ აშშ დოლარით მეტია.
7 თვის ჯამში, 2022 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი 36%-ით, ხოლო იმპორტი 35%-ით გაიზარდა. სავაჭრო ბრუნვა 35.3%-ითაა გაზრდილი. 7 თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -3,944 მლნ აშშ დოლარია, 2021 წლის 7 თვეში კი -2,930 მლნ აშშ დოლარი იყო.
ივლისის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 აგვისტოს გამოქვეყნდება.
დატოვე კომენტარი