ივლისში საქართველოს მიერ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 11.2%-ით გაიზარდა

ივლისში საქართველოს მიერ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 11.2%-ით გაიზარდა

Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ივლისში საქართველოს მიერ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურ ჭრილში 11.2%-ით გაიზარდა და 530 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება, მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეს, Galt & Taggart-ის ინფორმაციით, ამ პერიოდში ქვეყანამ ტურიზმიდან 2.3 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. ეს წლიურ ჭრილში 44.2%-იან ზრდას გულისხმობს, ვინაიდან 2022 წლის პირველ შვიდ თვეში ამ მაჩვენებელმა 1.6 მილიარდი შეადგინა.

ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული კუთხით საქართველოს მიერ მიმდინარე წელს ნაჩვენებმა შედეგმა პანდემიამდელი პერიოდის მონაცემის გაუმჯობესება შეძლო. ცნობისთვის, 2019 წლის პირველ შვიდ თვეში ქვეყნის მიერ ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.8 მილიარდს გადააჭარბა.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში კი, 2020-2021 წლებში, მონაცემი, დაწესებული შეზღუდვების ფონზე, მნიშვნელოვნად გაუარესდა. 2022 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოს მიერ ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა მხოლოდ 469 მილიონი აშშ დოლარი, 2021 წლის პირველ შვიდ თვეში კი 505 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც ამ მაჩვენებელზე უკეთესი შედეგის მიღწევა მიმდინარე წლის მხოლოდ ერთ თვეში, ივლისში მოხერხდა (530 მილიონი აშშ დოლარი).