Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2023 წლის ივლისში თბილისში 3,656 ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.7%-ით, წინა თვესთან შედარებით კი 7.2%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
მართალია პირველად ბაზარზე გაყიდვები 13.9%-ით გაიზარდა, მეორადი გაყიდვები წლიურად ახალი პროექტების შემთხვევაში 13.5%-ით, ძველი პროექტების შემთხვევაში კი 18.8%-ითაა შემცირებული.
უბნების მიხედვით, ივლისში ბინების გაყიდვები შემცირდა ვაკე, საბურთალო, მთაწმინდაზე, ხოლო ზრდა აღინიშნა გარეუბნებში – სამგორში, დიდი დიღომსა და ნაძალადევში.
რაც შეეხება ფასებს, Galt & Taggart-ის ცნობით, 2023 წლის ივლისში ფასები პირველად ბაზარზე წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით გაიზარდა. მისივე ინფორმაციით, ფასები ასევე გაიზარდა მეორადი ბაზრის ძველ ბინებზე 2.7%-ით, წინა თვესთან შედარებით. თუმცა ფასები თვიურად 4.6%-ით შემცირდა მეორადი ბაზრის ახალ ბინებზე.
გასულ თვეში გაყიდული ბინების მთლიანი ბაზრის მოცულობამ $256.3 მილიონი შეადგინა, რაც წლიურად 14.5%-იანი ზრდაა. ეს კი, წინა წლის მსგავსად, გაზრდილი ფასებითაა განპირობებული.
აქვე აღსანიშნავია, რომ ივლისში უძრავი ქონების ქირა თვიურად 3.4%-ით გაიზარდა.