2019 წლის ივლისში წინა თვესთან, ივნისთან, შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) უცხოური ვალუტის რეზერვები 62 მილიონი დოლარით (1.7%-ით) შემცირდა და 3.47 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ბოლო ერთ წელიწადში უცხოური ვალუტის რეზერვები 753 მილიონი დოლარით (28%-ით) არის გაზრდილი.
2019 წლის 31 ივლისის მდგომარეობით არსებული 3.47 მილიარდი აშშ დოლარის რეზერვებიდან 3.05 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 422 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.
გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მილიონი აშშ დოლარი
დატოვე კომენტარი