2018 წლის ივლისში წინა თვესთან, ივნისთან შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) უცხოური ვალუტის რეზერვები 80 მილიონი დოლარით (2.8%-ით) შემცირდა. ბოლო ერთ წელიწადში კი უცხოური ვალუტის რეზერვები 11 მილიონი დოლარით (0.4%-ით) არის შემცირებული.
2018 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვებმა 2.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 2.4 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 284 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.
სებ-ის უცხოური ვალუტის რეზერვების რეკორდული მაჩვენებელი – 2.89 მილიარდი აშშ დოლარი 2013 წლის ოქტომბრის ბოლოს დაფიქსირდა, რომელსაც მიმდინარე წლის 31 ივლისს არსებული რეზერვების მოცულობა 165 მილიონი აშშ დოლარით ჩამორჩება.
გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მილიონი აშშ დოლარი
დატოვე კომენტარი