2016 წლის ივნისში, წინა თვესთან (მაისთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) ლარში გაცემული სესხების მოცულობა 70 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 146 მლნ დოლარით გაიზარდა. ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 311 მლნ-ით, უცხოურ ვალუტაში გაცემული კი 449 მლნ დოლარით გაიზარდა. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 65%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 63.6% იყო.
ივნისში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 13 მლნ ლარით გაიზარდა და 374 მლნ ლარი შეადგინა. მთლიანი საკრედიტო პორტფელის მიმართ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 2.26%-ია, რაც საგანგაშო მაჩვენებელი არ არის. აღნიშნული მაჩვენებელი 2015 წლის პირველ ივლისს 2.15% იყო.
2016 წლის ივნისში ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 1.1% პუნქტით შემცირდა და 19.2% შეადგინა. დოლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 0.7% პუნქტით შემცირდა და 9.2%-ს გაუტოლდა.
გრაფიკი: კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების დინამიკა, მილიარდ ლარებში:
დატოვე კომენტარი