საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის ივნისში საქართველოს საქონლის ექსპორტი 19%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 14%-ით. 2014 წლის ივნისში 244 მლნ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო 2015 წლის ივნისში 198 მლნ დოლარის. ექვსი თვის ჯამში, იანვარ-ივნისში ექსპორტი 24%-ით (337 მლნ დოლარი) შემცირდა, ხოლო იმპორტი 9%-ით (351 მლნ დოლარი).
2015 წლის პირველ ექვს თვეში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2598 მლნ დოლარი შეადგინა.
საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 21 ივლისს გამოქვეყნდება.
დატოვე კომენტარი