ივნისში კომერციული ბანკების მოგებამ 36 მილიონი ლარი შეადგინა

ივნისში კომერციული ბანკების მოგებამ 36 მილიონი ლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 36 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისში, ჯამში, კომერციული ბანკების წმინდა მოგება 291 მლნ ლარია, რაც გასული წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 19.6%-ით (48 მლნ ლარით) მეტია. გასული წლის ივნისში ბანკების მოგებამ 57 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 59%-ით მეტია.

გრაფიკი – კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *