2015 წლის ივნისში საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 210 მილიონი ლარით შემცირდა და 13.7 მილიარდი ლარი შეადგინა. ლარში განხორციელებული დეპოზიტები 49.5 მილიონი ლარით შემცირდა, ხოლო დოლარში განხორციელებული – 160 მილიონი ლარით შემცირდა. დოლარში განხორციელებული დეპოზიტების შემცირება ლარის შედარებით გამყარებამ განაპირობა. შედეგად, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 0.1% პუნქტით შემცირდა და 65.6%-ს შეადგინა. ჯამში, დოლარში განხორციელებულია 9 მილიარდი ლარის დეპოზიტი, ხოლო ლარში 4.7 მილიარდი ლარის დეპოზიტი.
დოლარში განხორციელებულ დიპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 4.4%-ია, ხოლო ლარში განხორციელებული დეპოზიტების 7.3%
დატოვე კომენტარი