საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით ივნისში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 1%-ით შემცირდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 4.3% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 4.3%-ით გაძვირდა.
ივნისში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე შემცირდა: ბოსტნეული და ბაღჩეული – 28%, ხილი და ყურძენი – 5.8%, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 1.6%. ფასები გაიზარდა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე 1.3%-ით, ასევე რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე 0.7%-ით.
ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს ფასები (20.1%-ით) გაიზარდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 6.5%-ით გაძვირდა, ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 2.9%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 6.9%-ით გაიაფდა.
გრაფიკი: წლიური ინფლაციის მაჩვენებლები, %
დატოვე კომენტარი