მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 658 მლნ ლარით გაიზარდა და 19.8 მილიარდი ლარი შეადგინა. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 71 მლნ დოლარით გაიზარდა, თუმცა ლარის გაცვლითი კურსის ზრის გამო, ლარში გამოსახული საგარეო ვალი 560 მლნ ლარით გაიზარდა. ივნისში საშინაო სახელმწიფო ვალი 98 მლნ ლარით გაიზარდა.
30 ივნისის მდგომარეობით საგარეო სახელმწიფო ვალი 15.6 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 4.2 მილიარდი ლარია.
საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 70% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 5.5 მილიარდი ლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 910 მლნ ლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის საფრანგეთი 691 მლნ ლარით.
საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 45%-ია.
ცხრილი: საქართველოს სახელმწიფო ვალი, მილიარდი ლარი
დატოვე კომენტარი