სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 0.1%-ით შემცირდა. ამაზე დიდი გავლენა იქონია საწვავისა და ელექტროენერგიის კატეგორიაში ფასების 1.2%-იანმა კლებამ, რაც ინდექსზე -0.11%-ით აისახა. თუმცა აღნიშნულ პერიოდში სამშენებლო მასალის ფასები 0.5%-ით გაიზარდა, რამაც ინდექსის ცვლილებაზე 0.34%-იანი გავლენა იქონია.
საქსტატის ცნობით, გასული წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 8%-ით არის გაზრდილი. მოცემულ პერიოდში ინდექსის ცვლილება დიდწილად მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 18.6%-იანმა ზრდამ განაპირობა. ეს ინდექსზე საერთო ჯამში 4.41%-ით აისახა.