საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2016 წლის ივნისში წინა წლის ივნისთან შედარებით 5 მლნ დოლარით (5%-ით) გაიზარდა. 2014 წლის ივნისთან შედარებით კი 21.4 მლნ დოლარით არის შემცირებული. ივნისში სულ 105.4 მლნ დოლარი გადმოირიცხა. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, ჯამში გზავნილები 8.5 მლნ დოლარით არის შემცირებული.
გზავნილების საერთო შემცირება რუსეთიდან და საბერძნეთდან ჩამორიცხვების კლებამ განაპირობა. მიმდინარე წლის ივნისში წინა წლის ივნისთან შედარებით, რუსეთიდან ჩამორიცხვები 5.8 მლნ დოლარით შემცირდა, ხოლო საბერძნეთიდან 0.6 მლნ დოლარით. 2.9 და 2.4 მლნ დოლარით გაიზარდა ჩარიცხვები იტალიიდან და ისრაელიდან.
ცხრილი – საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები იანვარ-ივნისში, მლნ დოლარი:
დატოვე კომენტარი