2017 წლის ივნისში, მაისთან შედარებით, გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 1.7% პუნქტით შემცირდა და 15.9% შეადგინა. ლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 2% პუნქტით შემცირდა და 20.6%-ის დონეზე განისაზღვრა, ხოლო უხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი ივნისში განაკვეთი 0.4% პუნქტით შემცირდა და 8.3% შეადგინა.
2017 წლის ივნისში წინა თვესთან (მაისთან) შედარებით საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) 256 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 9 მლნ დოლარით გაიზარდა.
ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 2.1 მილიარდი ლარით არის გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი 1.6 მლნ დოლარითაა შემცირებული. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 59%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 65.4% იყო.
ივნისში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 16.4 მლნ ლარით შემცირდა და 438 მლნ ლარი შეადგინა. მთლიანი საკრედიტო პორტფელის მიმართ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 2.30%-ია, რაც მაღალი მაჩვენებელი არ არის. აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წლის პირველ ივლისს 2.26% იყო.
დატოვე კომენტარი