შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმდინარე წლის პირველი 6 თვის გეგმა მნიშვნელოვნად დაკორექტირდა. კორექტირების საჭიროება განაპირობა ჯანდაცვის ხარჯების მოსალოდნელზე მეტად ზრდამ, თავდაპირველი გეგმა 34.4 მილიონი ლარით გაიზარდა. მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 6 თვის გეგმა 32.2 მილიონი ლარით გაიზარდა.
სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტი არ გაზრდილა, რადგან ჯანდაცვის გაზრდილი ხარჯების დაფინანსება მოხდა სამინისტროს სხვა პროგრამებზე თანხების ჩამოკლებით. 26 მილიონი ლარით შემცირდა პენსიაზე და სოციალურ დახმარებებზე გამოყოფილი თანხა, 5.5 მილიონი ლარით შემცირდა სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციაზე და აღჭურვაზე გათვალისწინებული ბიუჯეტი და 2.1 მილიონი ლარით შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯები.
ცხრილი1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 6 თვის ბიუჯეტის პირვანდელი და კორექტირებული გეგმები
ბიუჯეტის მუხლები (მლნ ლარებში) | გეგმა 1 | გეგმა 2 | სხვაობა |
სამინისტროს ბიუჯეტი სულ | 1375.3 | 1375.3 | 0 |
პროგრამების მართვა | 26.3 | 24.2 | 2.1 |
პენსია და სოციალური დახმარება | 1010 | 984 | 26 |
პენსია | 691 | 681.4 | 9.6 |
სოციალური დახმარება | 309.5 | 293.7 | 15.8 |
ჯანდაცვა | 323 | 357.4 | -34.4 |
საყოველთაო ჯანდაცვა | 231.5 | 263.7 | -32.2 |
საზოგადოებრივი ჯანდაცვა | 24.5 | 27.1 | -2.6 |
სამედიცინო მომსახურება პრიორიტეტულ სფეროებში | 66.7 | 66.3 | 0.4 |
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და | 14.2 | 8.7 | 5.5 |
შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა | 1.4 | 1.1 | 0.3 |