დეკემბრის დასაწყისში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2015 წლის ბიუჯეტის გეგმა 96 მლნ ლარით გაიზარდა, ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტი კი 106.4 მლნ ლარით გაიზარდა, რადგან 10.4 მლნ ლარი დაემატა სამინისტროს სხვა პროგრამების ხარჯების შემცირების შედეგად.
მიუხედავად ამისა, 17 დეკემბრის მდგომარეობით, წლის ბოლომდე სამინისტროს დასახარჯად 7.5 მლნ ლარი დარჩა. ისევ გადახარჯვაა ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაში, რომელიც წლიურ გეგმას 2.9 მლნ ლარით უკვე გადასცდა და წლის ბოლომდე დაახლოებით 15 მლნ ლარის დამატება დასჭირდება. სამინისტროს მოუწევს აღნიშნული დანაკლისი სხვა მუხლების ეკონომიის ხარჯზე შეავსოს ან 2016 წლის ბიუჯეტიდან დაფაროს დავალიანების ნაწილი.
ცხრილი1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2015 წლის ბიუჯეტი:
ბიუჯეტის მუხლები (მლნ ლარი) | წლიური გეგმა | გაწეული ხარჯი | დარჩენილი რესურსი |
სამინისტროს ბიუჯეტი სულ | 2881.7 | 2874.2 | 7.5 |
პროგრამების მართვა | 52.2 | 53.6 | -1.4 |
პენსია და სოციალური დახმარება | 2039.3 | 2030.8 | 8.5 |
პენსია | 1399.1 | 1399 | 0.1 |
სოციალური დახმარება | 620.2 | 613.1 | 7.1 |
ჯანდაცვა | 763.2 | 766.1 | -2.9 |
საყოველთაო ჯანდაცვა | 566 | 563.1 | 2.9 |
საზოგადოებრივი ჯანდაცვა | 57.6 | 72.2 | -14.6 |
მომსახურება პრიორიტეტულ სფეროებში | 138.7 | 130.3 | 8.4 |
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია | 25.5 | 23.2 | 2.3 |
დასაქმების სისტემის რეფორმა | 1.6 | 0.4 | 1.2 |
დატოვე კომენტარი