თუ მომდევნო თვეში Japan Airlines(JAL)-ით ფრენას გეგმავთ, დიდი ალბათობით, „ქალბატონოსა და ბატონოს“ ვეღარ გაიგონებთ.
სამაგიეროდ, 1-ლი ოქტომბრიდან, გენდერ-ნეიტრალური ფრაზა “ყურადღება მგზავრებო“ ან მგზავრებისადმი მიმართვა “ყველა“ იქნება გამოყენებული, წერს ადგილობრივი გამოცემა Mainichi.
ცნობისთვის, JAL-ი ავიაკომპანიებს შორის ერთ-ერთი პირველია, რომელიც გენდერ-ნეიტრალურ მისალმებას გამოიყენებს. თუმცა, სიახლე მხოლოდ ინგლისურენოვან განცხადებებს შეეხება. ეს ყოველივე იმიტომ რომ იაპონური მიმართვები და განცხადებები უკვე გენდერ-ნეიტრალურია.
Japan Airlines-ის გადაწყვეტილებას, იაპონიაში, ვნებათაღელვა არ გამოუწვევია.
“ეს უმნიშვნელო საკითხია, რომელიც ხალხის უმეტესობას არ აღელვებს, რადგან იაპონურად მოსაუბრე მგზავრთა უმეტესობას ინგლისური განცხადებები ან არ ესმით ან ვერც ამჩნევენ,“ – უთხრა BBC-ს პროფესორმა კაზუია კავაგუჩიმ, ჰიროშიმა შუდოს უნივერსიტეტის სოციოლოგმა.
“თუმცა, როგორც მოწინავე ლგბტ+ თემისადმი მეგობრული კომპანია [იაპონიაში]… [მათი] ძალისხმევა უნდა დაფასდეს და მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა იყოს და იქნება… ლგბტ+ თემის სხვა გამოწვევების გასამკლავებლადაც. ჩემი აზრით, [მსგავსი] პრაქტიკა სხვა დიდმა კომპანიებმაც უნდა დანერგონ…იმიტომ რომ ამდაგვარ ტრენდებს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებიც იმეორებენ ხოლმე“, – დასძინა მან.
JAL-მა სხვა ავიაკომპანიებს, მაგალითად Air Canada-სა და EasyJet-ს მიბაძა, რომლებმაც გენდერ-ნეიტრალური მისალმებები გასულ წელს შემოიღეს.
Reuters-თან განცხადებაში, JAL-მა თქვა, რომ მას სურდა “შეექმნა პოზიტიური ატმოსფერო და ყველასადმი პატივისცემა გამოეხატა“.
“ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ რომ არ გვინდა ვინმეს მიმართ დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის, გენდერული ინდენტობისა ან სხვა პირადული მახასიათებლის მიხედვით,“ – განაცხადა ავიაკომპანიის პრესსპიკერმა მარკ მორიმოტომ.
დატოვე კომენტარი