Tsucrea სტარტაპების ინკუბატორი ორგანიზაციაა იაპონიაში, რომელიც, სულ მალე, ერაივალთან და აქსელთან ერთად, ვირტუალურ სივრცეში ღონისძიებას “Japanese Startup Global Pitch Vol.6.” უმასპინძლებს.
ღონისძიება 31 მაისს, საქართველოს დროით 11:00 საათზე, Spatial-ის მეტავერსში გაიმართება.
კონფერენციაზე წარდგებიან წარმატებული და პერსპექტიული ქართველი სტარტაპერები. ისინი თავიანთ ინოვაციურ იდეებსა და ბიზნესმოდელებს გლობალურ აუდიტორიას გააცნობენ და ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, იაპონელი ინვესტორები მოიზიდონ.
კონფერენციის ძირითადი სამუშაო ენები იქნება იაპონური და ინგლისური.
Japanese Startup Global Pitch-ზე წარმოდგენილი იქნება 4 ინოვაციური ქართული სტარტაპი:
Arrival – მეტავერსიის ღონისძიებების წამყვანი სააგენტო, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით ორგანიზაციებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიების 3D ვირტუალურ სივრცეში ჩატარებაში ეხმარება.
Elven Technologies – ინოვაციური სტარტაპი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო, ტექნოლოგიურად მოწინავე ხანძარსაწინააღმდეგო კოსტიუმების შექმნას მეხანძრეებისთვის.
Gamo – მოწინავე ციფრული პლატფორმა, რომელიც სპორტული მოედნების დაჯავშნის პროცესს ამარტივებს.
Voovoo – ქართულ-ლატვიური ტექნოლოგიური სტარტაპი, რომელიც უზრუნველყოფს მანქანის გაქირავების უსაფრთხო სერვისს და მიზნად ისახავს ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკის მაქსიმალურად შემცირებას.
აღსანიშნავია, რომ Japanese Startup Global Pitch განსაკუთრებულად უნიკალური შესაძლებლობაა ერაივალისთვის.
ერაივალი, გარდა მონაწილისა, ღონისძიების მასპინძლის როლსაც შეითავსებს და კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცებს, რომ მეტავერსი და ვირტუალური სივრცეები ტექნოლოგიური მომავალია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მსოფლიო მასშტაბით, გეოგრაფიული ბარიერების გარეშე, ჩავატაროთ სრულმასშტაბიანი, ინტერაქციული ღონისძიებები.
ღონისძიებაზე დასწრება ვირტუალური სივრცეში, Spatial-ში, უფასოა, თუმცა ამისთვის წინასწარი რეგისტრაციაა საჭირო. რეგისტრაციის შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ წვდომას ერაივალის ვირტუალურ სივრცეზე Spatial-ში, შექმნიან უნიკალურ 3D ავატარს და ჩაერთვებიან კონფერენციის მიმდინარეობაში. S
თუ გსურთ თქვენი ღონისძიება ჩატარდეს მეტავერსში დაგვიკავშირდით:
საკონტაქტო ინფორმაცია: info@arrivalmeta.co