Twitter-ის დამფუძნებელი და 21-ე საუკუნის დასაწყისის ტექნოლოგიური პარადიგმის ერთ-ერთი უმთავრესი სახე, ჯეკ დორსი ნანობს, რომ ინტერნეტის ცენტრალიზაციას ხელი შეუწყო – ამის შესახებ დორსიმ Twitter-ზე დაწერა, სადაც დაამატა, რომ ის დრო ენატრება, როცა ინტერნეტი Usenet-ისა, IRC-ისგან შედგებოდა, ხოლო ვები პირველ დღეებს ითვლიდა. „კორპორაციების მიერ აღმოჩენებისა და იდენტობის ცენტრალიზებამ ინტერნეტი სერიოზულად დააზიანა“, – წერს დორსი.
აღსანიშნავია, რომ ჯეკ დორსის ამგვარი აღიარება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა – უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები საკუთარი კომპანიების ინტერნეტზე უარყოფითი გავლენის შესახებ თითქმის არასდროს საუბრობენ, გასაგები მიზეზების გამო. თუმცა, საინტერესოა ისიც, რომ ჯეკ დორსის მსგავსი პათოსის ხედვა აქვს ახალი თაობის სრულად დეცენტრალიზებული ვების, Web3-ის მიმართაც – მისი აზრით, Web3 ვენჩურული კაპიტალისტების ხელშია.
დატოვე კომენტარი