ჯეკ დორსის Square-მა იტალიურ კომპანიაში $18 მლნ მოცულობის ინვესტიცია განახორციელა.
ჯეკ დორსის კომპანია Square-მა იტალიის მობილური ციფრული გადახდების პლატფორმაში Satispay SpA $18 მილიონის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის ცნობით, იტალიური კომპანია ახალი ინვესტიციებით ევროპის ბაზარზე ოპერირების გაფართოებას აპირებს.
Square-ის ინვესტიცია 93 მილიონი ევროს ჯამური ინვესტიციის ნაწილია, რომელსაც ისეთი კომპანიებიც შეუერთდნენ, როგორიცაა ჩინური Tencent Holding-ი, ასევე LGT Lightstone, Telecom Italia და სხვები.
შეგახსენებთ, ჯეკ დორსი Twitter-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელიცაა. კომპანია Square-ი კი მობილური გადახდების პლატფორმაა, რომელიც დორსიმ 2009 წელს დააარსა.
ცნობისთვის, ჯეკ დორსის ქონება $9.5 მილიარდს შეადგენს.
დატოვე კომენტარი