Alibaba-ს და Ant Group-ის დამფუძნებელი ჩინელი მილიარდერი ჯეკ მა ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი აღარ არის. ამის მიზეზი კი მის წინააღმდეგ ჩინეთის მარეგულირებლების მიერ დაწყებული გამოძიება გახდა.
ჯეკ მა 2019-2020 წლებში ოჯახთან ერთად ჩინეთის უმდიდრესი ადამიანის პოზიციას იკავებდა. ახლა კი მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. მოწინავე რიგებში წყლის მწარმოებლის Nongfu Spring-ის დამფუძნებელი ჟონ შანშანი, Tencent-ის დამფუძნებელი პონი მა და ელ-კომერციის კომპანია Pinduoduo-ს კოლინ ჰუანგი არიან. Forbes-ის მონაცემებით, ჯეკ მას ქონება ამჟამად $59.7 მილიარდს შეადგენს.
ცნობისთვის, ჯეკ მას კომპანიას ჩინეთის მარეგულირებლები ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევას ედავებიან.
ამას წინ უსწრებდა გასული წლის ოქტომბერში ჯეკ მას მიერ ჩინეთის მარეგულირებელი სისტემის კრიტიკა, რასაც ჯეკ მას კომპანიის Ant Group-ის პირველადი საჯარო განთავსების (IPO) გაუქმება მოჰყვა. ამ ამბების შემდეგ ჯეკ მა სამი თვის განმავლობაში გაუჩინარებული იყო – ის საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა.
დატოვე კომენტარი