Alibaba-ს დამფუძნებელმა, ჯეკ მამ კომპანიაში თავისი წილი 6.2%-დან 4.8%-მდე შეამცირა და $8.2 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ჯეკ მა ჩინური კომერციული კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობიდან სექტემბერში გადადგა და დროის უმეტესი ნაწილი საქველმოქმედო საქმიანობას მიუძღვნა.
შეგახსენებთ, Alibaba-ს კიდევ ერთმა აღმასრულებელმა, ჯოსეფ ცაიმაც შეამცირა თავისი წილი კომპანიაში – 2.2%-იდან 1.6%-მდე. ჯეკ მას შემცვლელად დენიელ ჩჟანის დაინიშნა. შედეგად ამჟამად ჯეკ მაც და ჯოსეფ ცაიც ნაკლებად მონაწილეობენ Alibaba-ს მართვაში.
აღსანიშნავია, რომ Alibaba-ს აქციების ზრდას ხელს უწყობს კომპანიის გაყიდვების და შემოსავლების მკვეთრი ზრდა. პანდემიის გამო, ჩინეთის ეკონომიკის შენელების მიუხედავად, ონლაინ რეჟიმში მოვაჭრე მომხმარებლების რაოდენობა იზრდება.
დატოვე კომენტარი