Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა განაცხადა, რომ დიდ ინვესტიციებს გეგმავს ინდოეთში, რადგან ქვეყანას მზარდი ბაზარი აქვს. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.
როგორც ბეზოსი აცხადებს, მისი კომპანია $1 მილიარდის დაბანდებას აპირებს ინდოეთში, რაც ქვეყანაში ონლაინ გაყიდვების პლათფორმების განვითარებას შეუწყობს ხელს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ბიზნესმენის 3-დღიან ვიზიტს თან ახლდა პროტესტი, სადაც ათასობით მცირე მოვაჭრე საუბრობდა Amazon-ის განვითარების ნეგატიურ მხარეზე. ისინი აცხადებენ, რომ ონლაინ გაყიდვები ადგილობრივი საცალო გაყიდვების ბაზარს შეამცირებს, რადგან პლათფორმა პროდუქტს დიდი ფასდაკლებით სთავაზობს.
თავის მხრივ Amazon-ი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს და ჯეფ ბეზოსი აცხადებს, რომ კომპანია 10 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ჩინეთში წარმოებული პროდუქტის გატანას გეგმავს ექსპორტზე 2025 წლისთვის.
წყარო: BBC
დატოვე კომენტარი