ჯეფ ბეზოსი უქონელი ბავშვებისათვის უფასო სკოლამდელ დაწესებულებას ხსნის

ჯეფ ბეზოსი უქონელი ბავშვებისათვის უფასო სკოლამდელ დაწესებულებას ხსნის

ჯეფ ბეზოსი თავის პირველ სკოლამდელ დაწესებულებას ხსნის, რომელსაც Bezos Academy-ი ერქმევა.

Amazon-ის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა ინიციატივის დეტალებზე სამშაბათის Instagram-ის პოსტში დაწერა: “ზემოხსენებული სკოლამდელი დაწესებულება პირველი იქნება სასწავლო საფასურისგან თავისუფალ სკოლათა შორის, რომელთა მიზანიც უქონელი მოქალაქეების დახმარება იქნება. პროექტს ბეზოსის საქველმოქმედო ფონდი Day One Fund უხელმძღვანელებს”.

ახალი სკოლა, რომელიც 3-დან 5-წლამდე ბავშვებს მოემსახურება, ვაშინგტონის შტატი მდებარეობს. მისი გახსნა 17 ოქტომბერს იგეგმება.

ბეზოსის ფონდის ინფორმაციით, სკოლამდელ დაწესებულებათა ადგილმდებარეობების შერჩევის პროცესი ფართო მონაცემებს ითვალისწინებს, მათ შორის – შემოსავლის ოდენობას, უფასო და ფასდაკლებული საკვების პროგრამებში მონაწილეობასა და ბავშვთა ლიცენზირებულ მომვლელებთან წვდომას.

ბეზოსის სკოლამდელი დაწესებულება მთელი წელი იმუშავებს, 5 დღე კვირაში, სადაც “ბავშვს მომხმარებელივით მოემსახურებიან”.

ცნობისთვის, ბეზოსმა განათლების სფეროში ჩართულობის სურვილი 2018 წელს, Bezos Day One Fund-ის წამოწყებით, გამოხატა – ახლა უკვე ყოფილ მეუღლე, მაკენზი სკოტთან ერთად. $2 მილიარდიანი ფონდი არსებული არაკომერციული ორგანიზაციების – რომლებიც უსახლკარო ოჯახებს ეხმარებოდნენ და დაბალშემოსავლიან სამეზობლოებში სკოლების ქსელის არსებობას უზრუნველყოფდნენ –  დასაფინანსებლად შეიქმნა.

ფონდს ორი განშტოება აქვს – Day 1 Academics ფონდი, რომელიც განათლებაზეა კონცენტრირებული და Day 1 Families-ი, რომელიც უსახლკარო ოჯახებს ეხმარება. აგრეთვე, ყოველწლიურად ჯილდოვდებიან ორგანიზაციები რომლებიც “ახალგაზრდა ოჯახებს თავშესაფარითა და საკვებით ეხმარებიან.“

დაახლოებით $200 მილიარდად შეფასებული ქონებით, ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი გახლავთ.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *