მიმდინარე კვირის დასაწყისში ჯეფ ბეზოსის „დედამიწის ფონდმა“ ინვესტიციების ახალი რაუნდი დააანონსა. ბეზოსის ფონდი მსოფლიო მასშტაბით კლიმატისა და გარემოსდაცვითი ჯგუფებისათვის დამატებით 443 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. სწორედ აღნიშნულ თანხაში შედის ენერგოეფექტიანი სტარტაპის, BlocPower-ისათვის გამოყოფილი გრანტი, რომლის ღირებულებაც 5.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
BlocPower-ი – ეს გახლავთ სტარტაპი, რომელიც ურბანულ არეალებში ენერგოეფექტიან ურ კონსტრუქციებს აგებს. კომპანიას ნიუ-იორკში ასეთი 1000-მდე მწვანე ც ენერგოპროექტი უკვე აქვს განხორციელებული და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტის განხორციელებასაც გეგმავს. ჯეფ ბეზოსის მიერ მიღებული გრანტით კომპანია 125 მილიონი ახალი შენობისა და დამატებითი ქალაქების განთავსებას გეგმავს საკუთარ მონაცემთა ბაზაში.
ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, კომპანია დააიდენტიფიცირებს დამატებით შენობებს, რომლებსაც ესაჭიროებათ ენერგოეფექტიანი გადაწყვეტები და დაეხმარება მათ საკუთარი ნაგებობების დეკარბონიზაციისა და ელექტრიფიკაციის პროცესში.
საინტერესოა, რომ წელს BlocPower-მა პირველად Wifi-სერვისიც დანერგა საკუთარ მომსახურებაში, რომელიც დაბალშემოსავლიან სამეზობლოებს საკუთარ ვაიფაიზე წვდომას უფასოდ აძლევს. სანაცვლოდ კი კომპანია მათი ენერგიის მოხმარებაზე იღებს ინფორმაციას.
შეგახსენებთ, რომ BlocPower-ი 2014 წელს ჩამოყალიბებული კომპანიაა, რომლის ბიზნესმოდელიც მთლიანად ფოკუსირებულია კონსტრუქციების ტრადიციული მეთოდებისა და ინჟინერიის სექტორის კლიმატურ ტექნოლოგიებთან კომბინაციაზე. კომპანიის უმთავრესი მიზანი ქალაქებისათვის ენერგოეფექტიანი საინჟინრო სამუშაოების გატარება და ამით კლიმატის პრობლემებთან გამკლავებაა.
დატოვე კომენტარი