მსახიობი ჯიმ კერი კალიფორნიაში, კერძოდ ლოს-ანჯელესში, მის საკუთრებაში არსებულ სასახლეს $29 მილიონად ყიდის. გაყიდვის პროცესის ხელმძღვანელი Sotheby’s International Realty-ის ინფორმაციით, ბრენტვუდის უბანში მდებარე სასახლის ფართობი 12,700 კვადრატული ფუტია (1,179 კვადრატული მეტრი).
ხუთი საძინებელი, ცხრა სააბაზანო, ჩოგბურთის კორტები, ეს ჯიმ კერის სასახლის მხოლოდ მცირე დახასიათებაა. თუმცა, აღნიშნულის გარდა, Sotheby’s International Realty-ის მიერ წარმოდგენილ სურათებში კარგად ჩანს თავად მსახიობის პერსონალური დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, ასევე მისი საკუთარი ხელოვნების ნიმუშებიც. მსახიობობის გარდა, ჯიმ კერი მხატვრობასა და მოქანდაკეობასაც ითავსებს, მისი ნამუშევრები კი აშშ-ისა და კანადის გალერეებშია გამოფენილი.
ბოლოდროინდელი NFT-კოლექციისა და პოლიტიკური ანიმაციური ფილმების გარდა, რომელსაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში მსახიობი რეგულარულად აქვეყნებდა Twitter-ზე, ჯიმ კერი ტილოზე შექმნილი ფერადი ნამუშევრებითაცაა ცნობილი. Sotheby’s International Realty-ის ფოტოებზე ჩანს კერის ერთ-ერთი ფერწერული ტილო, სახელწოდებით “Hooray We Are All Broken” და ბრინჯაოს სკულპტურა “Ayla”.
1950-იანი წლების სახლის ახალი მფლობელი სახლის კინოთეატრითა და საცურაო აუზით სარგებლობასაც შეძლებს. თუმცა სასახლის ღირებულებაში არ შედის არც ნამუშევრები და არც Riddler-ის კოსტიუმები, კერის მიერ 1995 წლის სპექტაკლში, „ბეტმენი სამუდამოდ“, შესრულებული როლიდან.
Wall Street Journal-თან გაკეთებული კომენტარისას ჯიმ კერიმ თავისი გადაწყვეტილება დევიდ ბოუის ჰიტის ციტირებით – “Ch-ch-ch-changes!” – განმარტა და დასძინა, რომ ის ლოს-ანჯელესის სახლში დიდ დროს აღარ ატარებდა: „მინდა, რომ სხვამაც ისიამოვნოს ისე, როგორც მე“.
დატოვე კომენტარი