Soros Fund Management-ი, მილიარდერი ინვესტორისა და ქველმოქმედის ჯორჯ სოროსის დაფუძნებული აქტივების მართვის კომპანია, კრიპტოვალუტა ბიტკოინს ფლობს. ამის შესახებ ინფორმაციას ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ადასტურებს.
სოროსის ფონდის CEO-ს, დოუნ ფიცპატრიკის მიერ Bloomberg-თან გაკეთებული განცხადების თანახმად, მილიონერის ოჯახი ფლობს ბიტკოინის რამდენიმე მონეტას, მაგრამ არა ბევრს. აღსანიშნავია, რომ Soros Fund Management-ი ცნობილია ტრადიციული ვალუტის ინვესტირებით დიდი მოგების მიღებით. ჯერჯერობით ორგანიზაციაში ბიტკოინის ფლობასა და შესყიდვასთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა ფიცპატრიკი დარწმუნებულია, რომ ორგანიზაციაში კრიპტოვალუტა მხოლოდ ინფლაციის ჰეჯად არ განიხილება. ფონდის CEO-მ ასევე განმარტა, თუ როგორ აქვთ ამჟამად კრიპტოვალუტებს $2 ტრილიონზე მაღალი საბაზრო ღირებულება და 200 მილიონზე მეტი მომხმარებელი.
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ფასი სამშაბათს დაახლოებით 10%-ით, $50,000-დან 55,000 აშშ დოლარამდე გაიზარდა. კვირის დასაწყისში ბიტკოინის ფასი დაახლოებით $43,000-ს უტოლდებოდა, ხოლო წლის დასაწყისში ერთი ბიტკოინის შეძენა $29,000-ად იყო შესაძლებელი. ბიტკოინის ფასი იზრდება მთავრობების ზეწოლისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის მიუხედავად. თუმცა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტით ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესებას არ განიხილავენ.
ბიტკოინი არ არის ერთადერთი კრიპტოვალუტა, რომლის ფასიც მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა. წლის დასაწყისში ეთერიუმის ფასი სამჯერ გაიზარდა და $3,000-ზე მეტი შეადგინა. Bank of America-ს აპრილში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოცდილი ინვესტორების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ბიტკოინი მხოლოდ “ბუშტია“. იმ ადამიანთა 74%-მა, რომლებიც ბაზრის ცვლილებას მუდმივ რეჟიმში ადევნებენ თვალს, თქვა, რომ კრიპტოვალუტა მხოლოდ „ბუშტუკია“.
დატოვე კომენტარი