“ჯორჯიან მანგანეზში” შეყვანილი სპეციალური მმართველის არაკომპეტენტურობის გამო, “ჯორჯიან მანგანეზი” პარალიზებულია““, – კომპანიაში განმარტავენ, რომ 11 მაისს სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ჯორჯიან მანგანეზში“ მოვლენილი ე.წ. სპეციალური მმართველის უფლებამოსილებაში გადავიდა ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხანაც.
„სხვა და სხვა წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ მართვის კომპიუტერული სისტემები მუშაობს მნიშვნელოვანი შეფერხებებით, რაც მთლიანად საფრთხეს უქმნის კომპანიის ჯეროვნად ფუნქციონირებას.
ჩვენი მხრივ ვადასტურებთ, რომ ამა წლის 17 მაისს, ამერიკული კომპანიის ჯი-ეი-ეი-ს ქართული აქტივების მმართველი კომპანიის „ჯი-ეი-ეი მენეჯმენტის“ წარმომადგენელი ესაუბრა შ.პ.ს. „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელს და შესთავაზა დახმარება სავარაუდო პრობლემის აღმოფხვრაში. სამწუხაროდ, შ.პ.ს. „ჯორჯიან მანგანეზის“ პასუხისმგებელმა პირმა უარი განაცხადა დახმარებაზე.
„ჯი-ეი-ეი მენეჯმენტი“ საჯაროდ გამოვხატავს მზადყოფნას ჩაერთოს ხარვეზების აღმოფხვრის პროცესში რათა თავიდან ავიცილოთ საწარმოების სრული პარალიზება”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
დატოვე კომენტარი