ჯორჯო არმანიმ ახლახანს 17 მილიონ დოლარად ოთხოთახიანი პენტჰაუსი შეიძინა T-Mobile-ის აღმასრულებელი დირექტორისგან.
ბინა განთავსებულია ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკთან მდებარე პრესტიჟულ სახლში. არმანიმ ბინაში, საწყის ღირებულებასთან შედარებით, 5 მილიონით ნაკლები გადაიხადა.
პენტჰაუსი განსაკუთრებული დიზაინით გამოირჩევა, სადაც ჰარმონიულად ერწყმის თანამედროვე და კლასიკური სტილი. მისაღებ ოთახს აქვს თაღოვანი ვიტრაჟები, ოთახში განთავსებულია მოჩქურთმებული ბუხარი და თანამედროვე ავეჯი. საძინებელ ოთახს კი ფანჯრები პარკის ხედით აქვს, მისი ინტერიერი კლასიკურ და თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი.
როგორც ამერიკული ფორბსი აცხადებს, სანდო წყაროზე დაყრდნობით, ჯორჯო არმანი ამ ბინით წლებია დაინტერესებულია. საქმე იმაშია, რომ ცნობილი დიზაინერი იმავე სართულზე უკვე ფლობს ბინას და მას თავისი ბინის გაფართოვება სურს. არმანიმ 2015 წელს ბინის შეძენა ვერ მოახერხა და მისი მფლობელი T-Mobile-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა.
წყარო: Forbes.
დატოვე კომენტარი