ამერიკული საინვესტიციო ბანკის JPMorgan–ის შემოსავალი კორონავირუსის გამო 69%–ით დაეცა. კერძოდ, 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ამერიკის უმსხვილესი ბანკის წმინდა შემოსავალი $2,9 მილიარდამდე დაეცა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ის $9,2 მილიარდს შეადგენდა.
როგორც JPMorgan–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯემი დაიმონმა განაცხადა, პირველი კვარტალი გამომუშავებული თანხის მიხედვით უპრეცედენტო გამოწვევას წარმოადგენს. თუმცა, მიუხედავად ამისა, დაიმონის თქმით, ის კვლავ ძლიერ ფინანსურ პოზიციას იკავებს.
“კომპანია კრიზისში შევიდა ძლიერი პოზიციით, ჩვენ ვრჩებით კარგად კაპიტალიზირებული და მაღალლიკვიდური“, – განაცხადა JPMorgan–ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
მისივე თქმით, ბანკს $1 ტრილიონის მოცულობის ლიკვიდურობის რესურსი გააჩნია.
როგორც ბანკის ეკონომისტები პროგნოზირებენ, წლის მეორე კვარტალში აშშ–ში უმუშევრობის დონე 20%–მდე გაიზრდება, მანამ ვიდრე ის კლებას დაიწყებს.
რაც შეეხება ბიზნესების გახსნას, JPMorgan–ის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ რაც უფრო ადრე იქნება ეს მით უკეთესი, თუმცა, ეს ყველასთვის უსაფრთხო უნდა იყოს.
დატოვე კომენტარი