2020 მსოფლიო ფინანსური სექტორისთვისაც გამორჩეული წელი გამოდგა. 2011 წლის შემდეგ, წელს, მილიარდერთა შემცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – 2095 მილიარდერიდან სტატუსი 61-მა დაკარგა.
სტატუსდაკარგული მილიარდერებიდან ყველაზე ცნობილი კაილი ჯენერი გახლავთ, რომელიც 2019 წელს, 23 წლის ასაკში, Forbes-მა „ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად“ დაასახელა. მისი პირადი ქონება კომპანია Kylie Cosmetics-ია, რომლის 51% ჯენერმა 2019 წელს 1,2 მილიარდ დოლარად გაყიდა და მას შემდეგ მიიღო კიდეც მილიარდერის სტატუსი. უკანასკნელ მონაცემებზე დაყრდნობით კი კაილი ჯენერის ქონება „სულ რაღაც“ 700 მილიონ დოლარს შეადგენს.
ამ სიაში აღმოჩნდა რუსეთში მოღვაწე ნავთობის მაგნატი, ალექსანდრე ჯაფარიძე. 2011 წელს მისი ქონება 2,1 მილიარდ დოლარად შეფასდა. ის არის რუსეთის უმსხვილესი დამოუკიდებელი ნავთობმომპოვებელი კომპანია PetroAlliance Services Company Limitedd-ის დამფუძნებელი და ყოფილი მმართველი, ამჟამად კი Eurasia Drilling Company Limited- ის აქციონერი და გენერალური დირექტორი.
ისაბელ დოს სანტოსი, რომელიც 2013 წელს, 3,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონებით აფრიკის კონტინენტის უმდიდრესი ქალი იყო, 2021 წელს მილიარდერის სტატუსის გარეშე დარჩა. ის ანგოლის ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილია და ამ პრივილეგიით რამდენიმე მილიარდის ოდენობის ქონება დააგროვა იმ კომპანიებიდან, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიიდან ამარაგებდნენ ქვეყანას, როგორიცაა, მაგალითად, ნავთობისა და ძვირფასი ნედლეულის საწარმოები.
ანგოლის ახალი პრეზიდენტის ინიციატივითა და გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის ჩართულობით გამოქვეყნდა დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, ისაბელ დოს სანტოსის ქონების უმეტესი ნაწილი კორუფციული გზითაა მოპოვებული. სწორედ ამიტომ, ანგოლაში, პორტუგალიასა და ნიდერლანდებში მისი აქტივების უმეტესი ნაწილი სასამართლოს გადაწყვეტილებით გაიყინა.
2021 წელს, დასავლეთ ვირჯინიის შტატის გუბერნატორ ჯიმ ჯასთისის ქონებაც ჩამოსცდა მილიარდი დოლარის ნიშნულს. მისი ქონება, რომელიც მან ქვანახშირის წარმოებით დააგროვა, 2018 წელს 1,7 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. ახლა კი, Forbes-ის შეფასებით, ჯიმ ჯასთისის ქონება 440 მილიონი დოლარია.
61 უმდიდრესი ადამიანი, რომლებმაც 2021 წელს მილიარდერის სტატუსი დაკარგეს:
სახელი, გვარი | ქვეყანა | შემოსავლის წყარო | ქონება 2020 წლის მონაცემებით |
გალენ ვესთონი | კანადა | საცალო ვაჭრობა | 7 $ მილიარდი |
პან სუთონგი | ჰონგ კონგი | უძრავი ქონება | 4.1$ მილიარდი |
აიავატ სრივადჰანაპრაბა | ტაილანდი | duty-free | 3.7$ მილიარდი |
ურსულა ბეჰტოლშაიმერ-კიპი | გერმანია | საცალო ვაჭრობა | 3.5$ მილიარდი |
გიუნტერ ლემანი | გერმანია | ფარმაცია | 3.2$ მილიარდი |
მიკრი ჟანი | ჩინეთი | კრიპტოვალუტა | 3.2$ მილიარდი |
ჩარლს ჟენგიაო ლუ | ჩინეთი | მანქანის გაქირავება | 2.3$ მილიარდი |
პან ვეიმინგი | ჩინეთი | უძრავი ქონება | 2.2$ მილიარდი |
ბრაიან შეთი | აშშ | ინვესტიციები | 2.2$ მილიარდი |
სუათ გუნსელი | კვიპროსი | უძრავი ქონება | 1.9$ მილიარდი |
ჯიჰან ვუ | ჩინეთი | კრიპტოვალუტა, მაინინგი | 1.8$ მილიარდი |
სუნილ ვასვანი | გაერთიანებული სამეფო | სხვადასხვა | 1.6$ მილიარდი |
ჟანგ ლიაოუანი | ჩინეთი | კვება | 1.5$ მილიარდი |
რობერტ კოიუტო უმცროსი | ფილიპინები | ენერგეტიკა | 1.4$ მილიარდი |
იზაბელ დოს სანტოსი | ანგოლა | ინვესტიციები | 1.4$ მილიარდი |
კეიტი ფილდსი | აშშ | კანის მოვლა | 1.4$ მილიარდი |
ფუ კვანი | ჩინეთი | უძრავი ქონება | 1.4$ მილიარდი |
ტოშიო მოტოია | იაპონია | სასტუმროები | 1.4$ მილიარდი |
ქეითი როდანი | აშშ | კანის მოვლა | 1.4$ მილიარდი |
კრის უანსრათი | აშშ | სოფთვეარი | 1.4$ მილიარდი |
კუთაიბა ალგანიმი | ქუვეითი | სხვადასხვა | 1.3$ მილიარდი |
ლიმ ონ კუინი | სინგაპური | ნავთობის თრეიდინგი | 1.3$ მილიარდი |
მა ფეი | ჩინეთი | ელექტრონიკა | 1.3$ მილიარდი |
ქრეიგ ნიუმარკი | აშშ | Craigslist | 1.3$ მილიარდი |
ალექსანდერ როვთი | აშშ | უძრავი ქონება | 1.3$ მილიარდი |
შამშირ ვაიალი | ინდოეთი | ჯანდაცვა | 1.3$ მილიარდი |
მაიკ ბინგლი | აშშ | კერძო კაპიტალი | 1.2$ მილიარდი |
ჯეიკობ ბურდა | გერმანია | გამომცემლობა | 1.2$ მილიარდი |
პოლიანა ჩუ | ჰონგ კონგი | საფინანსო სერვისები | 1.2$ მილიარდი |
ალექსანდრე ჯაფარიძე | რუსეთი | ნავთობი | 1.2$ მილიარდი |
ელიზაბეტ ვურთვანგლერი | გერმანია | გამომცემლობა | 1.2$ მილიარდი |
ჯიმ ჯასთისი II | აშშ | ქვანახშირი | 1.2$ მილიარდი |
ტომ პრესტონ-ვერნერი | აშშ | სოფთვეარი | 1.2$ მილიარდი |
ზენგ სიაოშანი | ჩინეთი | ალუმინი | 1.2$ მილიარდი |
ალდო ბენსადონი | კანადა | ფეხსაცმელი | 1.1$ მილიარდი |
საო ჟიშენგი | ჩინეთი | მეფრინველეობა | 1.1$ მილიარდი |
სუი გენლიანგი | ჩინეთი | ელექტრონიკა | 1.1$ მილიარდი |
კოჰ ვი მენგი | სინგაპური | უძრავი ქონება | 1.1$ მილიარდი |
იური კონსიუკი | უკრაინა | აგრობიზნესი | 1.1$ მილიარდი |
ლუ ჟონგფუ | ჩინეთი | უძრავი ქონება | 1.1$ მილიარდი |
ვუ სიუ | სენტ-კიტსი და ნევისი | უძრავი ქონება | 1.1$ მილიარდი |
ი რუბო | ჩინეთი | უძრავი ქონება | 1.1$ მილიარდი |
ჟენგ იუვენი | ჩინეთი | ინვესტიციები | 1.1$ მილიარდი |
ლინდენ ბლუ | აშშ | თავდაცვა | 1$ მილიარდი |
დუ შა | ჩინეთი | ჰიპერმარკეტები | 1$ მილიარდი |
დეივიდ ჰოლი | აშშ | საავტომობილო ტექნოლოგია | 1$ მილიარდი |
კაილი ჯენერი | აშშ | კოსმეტიკა | 1$ მილიარდი |
დეივიდ კაბილერი | აშშ | ინვესტიციები | 1$ მილიარდი |
თომას ლაუ | ჰონგ კონგი | სავაჭრო ცენტრები | 1$ მილიარდი |
ლი სანგ-ჰიუკი | სამხ.კორეა | ინვესტიციები | 1$ მილიარდი |
ლი სიანიუ | ჩინეთი | ფარმაცია | 1$ მილიარდი |
ჯონ ლიუ | აშშ | ინვესტიციები | 1$ მილიარდი |
ლოველ მილქენი | აშშ | ინვესტიციები | 1$ მილიარდი |
პარკ ჰიონ-ჯო | სამხ.კორეა | საერთო ფონდები | 1$ მილიარდი |
ჯულიო მარიო სანტო დომინგო III | აშშ | ლუდის წარმოება | 1$ მილიარდი |
ტანგ იანი | ჩინეთი | სოციალური მედია | 1$ მილიარდი |
კრის ვალინი | ავსტრალია | მაინინგი | 1$ მილიარდი |
ვანგ მიაოთონგი | ჩინეთი | ავტონაწილები | 1$ მილიარდი |
ვონგ შიუ იანგი | ჩინეთი | უძრავი ქონება | 1$ მილიარდი |
სიუ ქიმინგი | ჩინეთი | ხელოვნება, კვება | 1$ მილიარდი |
ჟოუ იონგლი | ჩინეთი | კონგლომერატი | 1$ მილიარდი |
2021 წელს, 61 მილიარდერის გარდა, 23-მა ადამიანმა პრესტიჟული სტატუსი გარდაცვალების გამო დაკარგა. მათგან უმდიდრესი იყო შელდონ ადელსონი, რომელიც 2021 წლის 11 იანვარს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2021 წლის თებერვლის მონაცემებით, მისი ქონება 26,8 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ასევე, ლი კუნ-ჰი (20,9 $ მლრდ) – “სამსუნგის” მმართველი რგოლიდან და ჯოზეფ საფრა (22.8 $ მლრდ) – მსოფლიოს უმდიდრესი ბანკირი და ბრაზილიის ყველაზე მდიდარი ადამიანი.
საბოლოო მონაცემებით, 2021 წელს მსოფლიოში 2755 მილიარდერია. მათგან უმდიდრესი ამ მომენტისთვის კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსია. მისი ქონება 198.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.
დატოვე კომენტარი