კანაბისის ლეგალურად წარმოებითა და ექსპორტით, მსოფლიოში პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფოა.
“პლანის” არეალი უკანასკნელ ოც წელიწადში მნიშვნელოვნად გაიზარდა. სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა იწყებს კანაბისის ექსტრაქტის სამედიცინო მიზნებით გამოყენებას. თუ 2000 წელს წარმოებული პროდუქციის მთლიანი მოცულობა 1.4 ტონას შეადგენდა, უკვე 2016 წლისთვის მაჩვენებელი თითქმის 210 ტონამდე გაიზარდა. ბოლო პერიოდში საქართველოში ამ საკითხის ირგვლივ ატეხილი ისტერიისა და პოპულიზმის მძლავრი ტალღის ფონზე, ვფიქრობთ, რომ ქვემოთ მოყვანილი სტატისტიკა საინტერესოა.
“ავღანეთიზაციის” მომლოდინეებს იმედები უნდა გავუცრუოთ. გაეროს კვლევით, კანაბისის ლეგალურად წარმოებითა და ექსპორტით, მსოფლიოში პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფოა. მსოფლიოში სამედიცინო და მეცნიერული მიზნით გამოყენებული კანაბისის 45% ბრიტანეთზე მოდის. წარმოებასთან ერთად, ბრიტანეთი ყველაზე დიდი ექსპორტიორიც არის. 2016 წელს 2.1 ტონა კანაბისი გაიტანეს ექსპორტზე, რაც მსოფლიო ექსპორტის 70%-ია. ლეგალურად წარმოებით მეორე ადგილზე კანადაა, მესამეზე კი პორტუგალია.
დატოვე კომენტარი