ბოლო სამი საუკუნის მანძილზე ვენამ წარმოშვა ისეთი მეოცნებე კომპოზიტორები, როგორებიც არიან იოზეფ ჰაიდნი, ფრანც შუბერტი და იოჰან შტრაუსი. წელს კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით ავსტრიის დედაქალაქს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს კიდევ ერთ გმირობაზე: ახლახან გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ის უკვე მეორე წელია მსოფლიოში საუკეთეს საცხოვრებელ ადგილად სახელდება.
ვენა გვთავაზობს წარმატებულ საოპერო სცენას, სტუმართმოყვარე ბიზნესგარემოსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყოვლისმომცველ სისტემას. ციურიხი და ჟენევა, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილს იკავებენ. შვეიცარიის მიერ ამ სიის პირველი ადგილების დაკავება არ აკვირვებს Mercer-ს, გლობალური გარე რესურსების მოზიდვისა და საინვესტიციო კონსულტაციის ფირმას, რომელიც მსოფლიოში ცხოვრების ხარისხის ყოველწლიურ მიმოხილვას აწარმოებს.
„შვეიცარიული ქალაქებისთვის ძალიან სასიამოვნო, სუფთა ბუნებრივი გარემოა დამახასიათებელი. ქალაქების შეფასებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება დანაშაულებრივი გარემოსა და საომარი მოქმედებების ფაქტორს, ამ მხრივ კი შვეიცარია იდეალურია, – ამბობს რებეკა პაუერსი, Mercer-ის კონსულტანტი. – თუ სადმე შეიძლება იგრძნო თავი დაცულად და უსაფრთხოდ, ეს – შვეიცარიაა”.
ვენა წინ უსწრებს ციურიხს ინდექსის მხოლოდ ნახევარი ქულით და ერთ ქულაზე ნაკლები აშორებს ერთმანეთისგან სიის ზედა სამ ადგილზე მყოფ ქალაქებს, რაც თითქმის ერთსა და იმავე საფეხურზე აყენებს მათ ცხოვრების ხარისხის მიხედვით.
„შესაძლოა, ავსტრიაში ცოტა უფრო მეტი რამის კეთება შეიძლება, ვიდრე შვეიცარიაში, – ჩემი აზრით სიმფონია უკეთესია, – მაგრამ ახლა უკვე წვრილმანებზე ვსაუბრობთ”, – ამბობს პაუერსი.
ცხოვრების ხარისხის მიხედვით პირველი 10 ადგილიდან შვიდს ევროპული ქალაქები იკავებენ შედარებითი უსაფრთხოების, პოლიტიკური სტაბილურობისა და კულტურული შეთავაზებების წყალობით. რაც შეეხება აშშ-ს, ჰონოლულუ 31-ე ადგილზე გადის საუკეთესო ცხოვრების ხარისხის მონაცემების მიხედვით, ხოლო აშშ-ის კონტინენტალური ნაწილი პირველად სიაში ჩნდება 32-ე ადგილას სან-ფრანცისკოს სახით, რომელიც ავსტრალიის ადელაიდასთან ერთ ადგილს იყოფს. ბოსტონი მხოლოდ 37-ე ადგილზეა, ჩიკაგო და ქალაქი ვაშინგტონი კი 45-ე ადგილს იყოფენ; ნიუ-იორკი 49-ე ადგილზეა, ხოლო ფილადელფია და დალასი პირველად წელს გამოჩნდნენ ამ სიაში და შესაბამისად 55-ე და 61-ე ადგილები დაიკავეს.
რიცხვებს მიღმა
Mercer-მა ადგილები გაანაწილა მსოფლიოს 221 ქალაქს შორის 39 კოეფიციენტის თანახმად და აქცენტი პოლიტიკური უშიშროებისა და ჯანმრთელობის ფაქტორებზე გააკეთა, მაგრამ ასევე ისეთ მაჩვენებლებზე, როგორიცაა რესტორნების ხელმისაწვდომობა და ჰაერის სისუფთავე. ძირითად მოდელად ნიუ-იორკი იყო აღებული და ქალაქები მასთან შედარების საფუძველზე ფასდებოდა; მას 100 ქულა მიენიჭა.
ქალაქებს, რომლებმაც Mercer-ის სიის მიხედვით საუკეთესო ქულები მიიღეს, უსაფრთხოებისა და პოლიტიკური ფაქტორების საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ, რითაც იხსნება არასტაბილური ბაღდადის სიის ბოლო ადგილზე მოხვედრა. მაშინ, როდესაც ძლიერი ინფრასტრუქტურა, კულტურული ცხოვრების მომხიბლაობა და კარგი სკოლები მკვლევარებს ქალაქებისთვის სიის ზედა და ქვედა ადგილების განაწილებაში დაეხმარა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ადგილობრივი სტაბილურობის ფაქტორი აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს არც ისე ცუდი მაჩვენებლები ჰქონდა Mercer-ის სტანდარტების მიხედვით, ამერიკის უმეტეს ქალაქებს 100-ზე მაღალი ინდექსის ქულები მიენიჭათ სიაში. დაბალი უსაფრთხოების მაჩვენებლების გამო მ,ათ ვერ გაუძლეს უფრო დაბალი დანაშაულის მაჩვენებლების მქონე ევროპული ქალაქების კონკურენციას.
„აშშ-ში, დანაშაული, ჩვეულებრივ, უფრო ფართოდაა გავრცელებული და ცეცხლსასროლი იარაღის ხელმისაწვდომობა ნამდვილ პრობლემას ქმნის”, – ამბობს პაუერსი. – კანადისა და შვეიცარიის ქალაქებში შედარებით უფრო მეტად არის დამახასიათებელი მჭიდროდ შეკრული საზოგადოების არსებობა, რაც ამ ტიპის დანაშაულებათა რიცხვს ამცირებს”.
რადგან ეს კვლევა გასულ წელს ჩატარდა, სინგაპური აზიაში პირველ ადგილზე გავიდა თავისი 28-ე ადგილით. ტოკიომ აიღო მე-40, ხოლო იაპონურმა ქალაქებმა კობმა და იოკოჰამამ 41-ე ადგილი გაიყვეს, ოსაკამ და ნაგოიამ, შესაბამისად, 51-ე და 57-ე ადგილები დაიკავეს. ამ ქალაქების ინდექსის მაჩვენებლები იყო 123 და 132.
აზიის ზოგიერთი ქალაქი სიის ბოლოში მოექცა, მაგალითად, ბანგლადეშის დაკა, ყირგიზეთის ბიშკეკი და ტაჯიკეთის დუშანბე; მათ, შესაბამისად, სიაში 206-ე, 209-ე და 210-ე ადგილებიდაიკავეს. პოლიტიკური არასტაბილურობა და გარემოს დაბინძურება ამცირებს ამ ქალაქების ცხოვრების ხარისხს.
„ძალადობისა და ტერორიზმის ზრდადი საშიშროება ბუნებრივ კატასტროფებთან – მიწისძვრები, ტაიფუნები და ციკლონები – კომბინაციაში ნეგატიურ გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე აზიის ქალაქებში , – ამბობს მოხსენებაში Mercer-ის უფროსი მკვლევარი სლაგინ ფარაქათილი. – ამას შეიძლება შედეგად მოჰყვეს უფრო მაღალი სოციალური დახმარების გამოყოფა ამ ქვეყნებში სამუშაოდ წასული უცხოელებისთვის”.
წელს Mercer-მა შემოგვთავაზა ეკოქალაქების რეიტინგი, რომელიც ცხოვრების დონის მიხედვით შედგენილ სიასთან ერთად გამოაქვეყნა. მასში ქვეყნები შეფასებულია იმის მიხედვით, თუ როგორ უწყობენ ისინი ხელს მდგრად განვითარებასა და გარემოს დაცვას. კანადის ქალაქმა კალგარიმ პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო აშშ-ის ქალაქები ჰონოლულუ და მინეაპოლისი პირველ ათეულში მოხვდნენ, რაშიც დიდი როლი ითამაშა ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა წყლისა და ჰაერის ხარისხი, ნაგვის გადაყრა და საგზაო-სატრანსპორტო საცობები.
რადგან ეს კორელაცია არ არის მეცნიერული, ამ ქალაქებიდან ბევრმა ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ფაქტორის წყალობით ზედა ადგილები დაიკავა ქალაქების ცხოვრების ხარისხის მიხედვით შედგენილი რეიტინგების სიაში.
„ეს, ალბათ, იმიტომ არის შესაძლებელი, რომ ყველაფერი მოწესრიგებული აქვთ – მათ შეუძლიათ თავს გარემოზე ფიქრისა უფლება მისცენ”, – ამბობს პაუერსი.
საერთაშორისო კომპანიები ახლოს ეცნობიან Mercer-ის კვლევას არა მხოლოდ იმ მიზნით, რომ მისი დახმარებით უკეთ განსაზღვრონ, სად გახსნან მაღაზია, არამედ იმიტომაც, რომ იცოდნენ, რა რაოდენობის ანაზღაურება უნდა დაუნიშნონ თავიანთ თანამშრომლებს, როდესაც მათ ამა თუ იმ ქვეყანაში გზავნიან სამუშაოდ და საცხოვრებლად იმის გათვალისწინებით, რომ მათი ცხოვრების ხარისხი შეიძლება დაეცეს. სწორედ ამ მიზეზით შევიდა ანგარიშში ბევრი განვითარებადი ქვეყნის ქალაქების შეფასება. ამ ქვეყნებში სულ უფრო იზრდება წარმოება, მაგრამ ცხოვრების წესის ნიუანსები უცნობად რჩება.
დატოვე კომენტარი