კასპიისა და შავი ზღვის რეგიონის მთავარი მოთამაშეები არგუსის კონფერენციაზე შეიკრიბნენ. ეს იყო “არგუსის კასპიისა და შავი ზღვის სატრანსპორტო კორიდორის” რიგით მეხუთე კონფერენცია, რომელიც 12 – 13 სექტემბერს თბილისში ჩატარდა.
კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა ბაზრების (ნავთობის, ლოგისტიკისა და სატრანსპორტო, სასუქის მწარმოებლები) და პორტის წარმომადგენლები, ტერმინალისა და მთავრობის წარმომადგენლები ყოველწლიურად იკრიბებიან იმისათვის, რომ ისაუბრონ კასპიისა და შავი ზღვის რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ და განიხილონ სატრანსპორტო დერეფნის მომავალი.
წლევანდელი კონფერენციის მთავარი პარტნიორი კომპანია GR Transit იყო, ხოლო სტრატეგიულ პარტნიორს Petrocas Energy Group წარმოადგენდა. პროექტს არაერთი კომპანია უჭერდა მხარს, მათ შორის იყვნენ GR Transit Line, Wondernet Express, Cross Caspian Oil და Gas Logistics, ასევე Trans-Caspian International Transport Route (TITR)–ის საერთაშორისო ასოციაცია.
კონფერენციას 15 ქვეყნის 150-ზე მეტი მონაწილე დაესწო. ღონისძიებაში ჩართული იყვნენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქმენეთი, რუსეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, შვეიცარია და პაკისტანი. თბილისში გამართულ შეხვედრას ასევე Georgian Railways, Socar, SGS, Turkmen Petroleum, ADY Express, Aktau International Commercial Sea Port, Batumi Sea Port, Kazmortransflot, KTZ, Novorossiysk Port და სხვა კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ასევე კონფერენციაზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო პირები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და თურქმენეთის რკინიგზის სამინისტროს წარმომადგენლები და ასევე მეზობელი ქვეყნების ელჩები.
კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ფერაძემ ტვირთების ტრანზიტისა და სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალზე ისაუბრა.
არგუსის ანალიტიკოსმა ევგენი კრიშტალევმა კი კასპიისა და შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის ახალი შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია გააკეთა. მან განაცხადა, რომ კორიდორს მშრალი სასუქის მიტანისა და საკონტეინერო ტვირთის გადაზიდვის მაჩვენებლის გაზრდის პოტენციალი აქვს.
პირველი სესიის დასასრულს, გიორგი გვეტაძემ, Petrocas Energy’s Operations–ის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, კასპიისა და შავის ზღვის სატრანზიტო დერეფნის ბოლოდროინდელ განვითარებაზე ისაუბრა.
მეორე სესია კასპიისა და შავის ზღვის რეგიონში კონტეინერების გადაზიდვის გაზრდას შეეხებოდა.
ლეილა ბატირბეკოვამ, TITR–ის გენერალური მდივნის მოადგილემ, კონტეინერების ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან აღმოსავლეთ ევროპაში ტრანსპორტირების საკითხი მიმოიხილა.
GR ლოჯისტიკისა და ტერმინალის აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა მერკვილაძემ კი სატვირთო კონტეინერების რაოდენობის გაზრდის შესახებ ისაუბრა, განიხილა კონტეინერების ტრანსპორტირების უპირატესობა და ამ საკითხის შესწავლისა თუ განვითარების მნიშნელობა.
მომდევნო სესიების განმავლობაში, მონაწილეები კასპიისა და შავი ზღვის რეგიონში მშრალი ტვირთის სარკინიგზო ტრანზიტის საკითხზე ამახვილებდნენ ყურადღებას.
მეორე დღეს დელეგატები კაპიისა და შავი ზღვის აუზებისთის შექმნილ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ.
დატოვე კომენტარი