რა ხერხებს იყენებენ ლიდერები დისტანციურად მომუშავე გუნდების შრომის ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად?
თანამშრომლებზე ზრუნვის ახალი მეთოდები პანდემიის პირობებში.
2020 წელს კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო დისტანციურად მუშაობა სავალდებულო გახდა. დიდი ცვლილებების ფონზე სახლიდან მუშაობა ბევრი ადამიანისთვის შეიძლება ძალიან სტრესული იყოს, ამიტომ კომპანიების ძირითადი საზრუნავი თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვა გახდა.
დისტანციურად მომუშავე თანამშრომლები, ნაკლებად მჭიდრო ურთიერთობებს ამყარებენ კოლეგებთან, თანამშრომელი ვეღარ ხედავს კომპანიის საერთო სურათს და უჭირს აღიქვას საერთო მიზანი, იკარგება საკუთარი პოზიციის და შესრულებული სამუშაოს როლის და მნიშვნელობის შეგრძნება.
ლიდერი ვალდებულია მუდმივად უბიძგოს გუნდს სამუშაო დროულად და ხარისხიანად შესრულდეს, ეცადოს კომპანის ეფექტიანობის ზრდას, დროის ეფექტურ მართვას და გუნდის წახალისებას. თუმცა ამ ვითარებაში მათ უჭირთ თანამშრომელთა ეფექტიანობის და ნაყოფიერების შენარჩუნება და ამის კომპენსაციას გამუდმებული ვიდეო ზარებით და მათი კონტროლით ცდილობენ. უწყვეტი ოფიციალური კომუნიკაცია და კონტროლი კი გაღიზიანებას და შიშსაც კი იწვევს თანამშრომლებში.
გამომდინარე აქედან, ლიდერებისთვის მთავარ ამოცანად არაოფიციალური საკომუნიკაციო გზების მოძიება იქცა, სადაც შეძლებს დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებთან შეხვედრას განსხვავებულ ფორმატში, ასევე სადაც შეძლებს მათ გამხნევებას და ზრუნვის გამოხატვას. დიდ ორგანიზაციებში ერთ-ერთი პოპულარული ფორმა ვირტუალური თიმბილდინგების ჩატარება გახდა. თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის ერთიანი, ძლიერი და წარმატებული გუნდის შესაქმნელად ეს არაოფიციალური ონლაინ შეხვედრები (სწავლების იმ ფორმატით, რომელიც გულისხმობს სახალისო აქტივობებსა და თამაშებს) ეხმარება თანამშრომლებს მაქსიმალურად მარტივად ადაპტირდნენ ახალ სამუშაო გარემოსთან, ინოვაციური გზით მიიღონ კომპანიის სიახლეების, მიზნებისა და ამოცანების შესახებ ინფორმაცია, აიმაღლონ მოტივაცია, შესაბამისად, ეძლევათ შესაძლებლობა არამხოლოდ გაიუმჯობესონ კომუნიკაცია, არამედ შეიძინონ უნარები, რომლებიც არაქვთ.
ირმა კოდუა “გრატადიემსის“ გენერალური დირექტორი
“გრატა დიემსი“ ამიერკავკასიაში ფლობს კატალისტ თიმბილდინგის პროგრამების ექსკლუზიურ უფლებას.
კომპანია “გრატა დიემსი“ უკვე 7 წელია საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზარზე წარმატებით ოპერირებს MICE და ღონისძიებების ორგანიზების სფეროში. წლების წინ, როცა კომპანია გეგმავდა საკუთარი როლის გაზრდას კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზების სფეროში, საერთაშორისო პრაქტიკამ დაგვანახა, რომ გუნდური შეჭიდულობის უახლეს და ტექნოლოგიურ აქტივობებზე, ე.წ. თიმბილდინგის თანამედროვე ღონისძიებებზე ჩვენს დამკვეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს დიდი მოთხოვნა ჰქონდათ, ამ მოთხოვნას კი საქართველოს ბაზარი ვერ აკმაყოფილებდა, ამიტომ დავიწყეთ საერთაშორისო პარტნიორის ძიება და შევჩერდით კატალისტ თიმბილდინგზე. კატალისტ თიმბილდინგი მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში 30 წელზე მეტია ოპერირებს და გამოირჩევა თანამედროვე და ტექნოლოგიური პროგრამებით, მისი გუნდური შეჭიდულობის პროგრამები შექმნილია ამ სფეროში წამყვანი ექსპერტების მიერ. მისგან ლიცენზიის აღება საკმაოდ რთული იყო, მათთვის მნიშვნელოვანი იყო არა კომპანიის ცნობადობა, არამედ ეფექტიანობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ასეთმა გლობალურმა ბრენდმა სწორად ჩვენ გამოგვიცხადა ნდობა და მოგვცა მათი პროგრამების გამოყენების ექსკლუზიური უფლება საერთაშორისო ასპარეზზე.
კომპანია მუდმივად თავაზობს სიახლეებს მის მომხმარებლებს, კატალისტმა 2020 წლის აპრილშივე მომხმარებლებს შესთავაზა ვირტუალური და ჰიბრიდული თიმბილდინგის პროგრამები, მისი 30 წლიანი გამოცდილება, გუნდის სრულყოფასა და ფორმირებაში, და ასევე, საუკეთესო ტექნიკური შესაძლებლობები ვირტუალური თიმბილდინგის ტექნიკურად სრულად გამართულობის გარანტიას იძლევა.
ვირტუალური პროგრამები ერთმანეთისგან ფორმით, დიზაინით და მოსალოდნელი სასარგებლო შედეგებით აბსოლუტურად განსხვავებულია. ორგანიზაციას შეუძლია მისი საჭიროებების მიხედვით შეარჩიოს გუნდის ფორმირებისა და სრულყოფის პროგრამები, მაგალითად რა უფრო ჭირდება მის თანამშრომლებს:
- ერთიანობის განცდისა დასაერთო მიზნის მიღწევის სურვილის გაძლიერება,
- კომუნიკაციის გაუმჯობესება და ჰარმონიული ურთიერთობების დამყარება,
- მოტივაციის ამაღლება და კონკურენტუნარიანობის გაძლიერება,
- კრიზისების მართვა და ლიდერობის უნარების გაუმჯობესება,
- თუ უბრალოდ თანამშრომლების გამხნევება, გამხიარულება და პოზიტიური განწყობის შექმნა.
ეს ინოვაციური, ონლაინ გუნდური შეჭიდულობის პროგრამები ხელს უწყობენ სტრატეგიული მიზნების მიღწევას, ზრდის ეფექტიანობას და თანამშრომელთა ნაყოფიერებას, შედეგად გუნდის კოორდინირებულ საქმიანობას უწყობს ხელს და ყველა წევრი ერთიანი შემართებით ერთი მიმართულებით მიყავს.
დღესდღეობით კატალისტ თიმბილდინგი ვირტუალური და ჰიბრიდული თიმბილდინგების 20 მდე პროგრამას გთავაზობთ, ჯამში კი 100 ზე მეტი აქტივობები აქვს. პროგრამები შედგენილია მსოფლიოში წამყვანი ექსპერტებისა და ბიზნეს ქოუჩების მიერ, გამოცდილია დიდ ორგანიზაციებში და სარგებლობს მაღალი რეპუტაციით მსოფლიოში.
ასევე, მნიშვნელოვანი სიახლეა განახლებული ვებ–გვერდი catalystteambuilding.ge, მისი მეშვეობით გამარტივდა თიმბილდიგნის პროგრამების შერჩევის პროცესი, სწრაფი ძიება და ფილტრი საშუალებას აძლევს მომხმარებელს მისი მიზნების და საჭიროებების მიხედვით შეარჩიოს ორგანიზაციისთვის საჭირო პროგრამები. (მონაწილეების რაოდენობისა თუ ტრენინგის ხანგრძლივობის შესაბამისად).
ასევე საიტზე catalystteambuilding.ge უკვე ქართულ ენაზე შესაძლებელია პროგრამების შესახებ სრულად ინფორმაციის მიღება, ფოტო და ვიდეოს ნახვა.
კატალისტ თიმბილდინგი გამოირჩევა თანამედროვე მიდგომებით, ტექნოლოგიური სიახლეებით და უნიკალური პროგრამებით, რომლებსაც ქართულ ორგანიზაციებს ვთავაზობთ.
თუ გსურთ გააძლიეროთ ბიზნესი დაიწყეთ გუნდის გაძლიერება.
დატოვე კომენტარი