კავშირის გაწყვეტა

კავშირის გაწყვეტა

“ახალი ტექნოლოგია ნამდვილი საოცრებაა“, თქვა მონუსხულმა ფრენკ სტენტონმა – Columbia Broadcasting System-ის (CBS) სტაჟიანმა პრეზიდენტმა. მას შეეძლო, ოფისის თავზე, ნიუ-იორკის ცაში აეხედა და წარმოესახა დრო, როცა CBS-ის ახალი ამბების პროგრამებს სატელიტები მთელ მსოფლიოში ამოგზაურებდნენ.

ეს დღეს მართლაც ხდება და ეს არ არის ერთადერთი ცვლილება კომუნიკაციებში, რომელიც Forbes-მა იწინასწარმეტყველა: დაწყებული ჭკვიანი ტელეფონებით, – იგივე “ ’დიკ ტრეისის’ მინიატურული ტელეფონებით“, როგორც მათ ვუწოდებდით, – კომპიუტერის მეშვეობით მყისიერად მისაწვდომი ინფორმაციითა და სატელევიზიო არხების სოკოებივით მომრავლებით დამთავრებული, ყველაფერი განვჭვრიტეთ, – იმ არხებისა, რომლებიც პრეზიდენტობის ნებისმიერ სერიოზულ კანდიდატს აიძულებდა, “ფოტოგენურ სატელევიზიო ფიგურად“ ქცეულიყო.

რამდენიმე პროგნოზი არ გამართლდა, მათ შორის, ის, რომ აშშ- ის საფოსტო სერვისი – “მოუქნელი ინსტიტუტი“ 1967-შიც კი – ციფრული გახდებოდა. მაგრამ ისიც ცხადი იყო, რომ ამ ინოვაციებს თავისი ფასი მოჰყვებოდა – ის, რაც სოციალურად დისტანციურ 2020-ში ასე მძაფრად იგრძნობა.

“თუ ჩვენი მთავარი კავშირი ადამიანებთან ელექტრონულია, მაშინ რეალური გრძნობები ვეღარ გვექნება, – გვაფრთხილებდა დოქტორი ჰარი ლევინსონი – ტოპეკაში (კანზასი) მდებარე Menninger Foundation-ის ექსპერტი ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში. – ჩვენ ვერ შევძლებთ ერთმანეთის გაცნობას. …კი, შესაძლოა, ზოგადი ცოდნა გვქონდეს იმისა, თუ რა ხდება, მაგრამ ადამიანების იზოლაციის ხარჯზე”.

  

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *