კემბრიჯის უნივერსიტეტმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან რეკორდულ, 400 მილიონი გირვანქა სტერლინგის მოცულობის გარიგებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა. მიზეზად სპარსეთის ყურის ქვეყნების მხრიდან Pegasus-ის ჰაკერული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება სახელდება.
მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება კემბრიჯის უნივერსიტეტისთვის ყველაზე დიდი შემოწირულობა და პოტენციური სტრატეგიული პარტნიორობაა იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელთა წინაშეც ჩვენი პლანეტა დგას. ჯერჯერობით უცნობია, განახლდება თუ არა მოლაპარაკებების პროცესი, თუმცა, როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, გრძელვადიან პარტნიორობაზე საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებამდე საკითხის შესწავლა და რამდენიმეთვიანი მსჯელობაა აუცილებელი.
Pegasus-ის პროგრამული უზრუნველყოფა მობილური ტელეფონების გატეხვასა და ფარულად კონტროლშია ბრალდებული. The Guardian-ის პროექტის ფარგლებში გამოვლინდა 50,000-ზე მეტი მობილური ნომრის გაჟონვა, რომელიც სავარაუდოდ NSO Group-ის, Pegasus-ის უკან მდგომი კომპანიის კლიენტებს უკავშირდებოდა. გარდა ამისა, კემბრიჯსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პარტნიორობის გამოცხადებიდან მალევე, გაერთიანებული სამეფოს 400 ტელეფონის ნომერი გამოჩნდა NSO Group-ის 2017-2019 წლების სამთავრობო კლიენტების ჩამონათვალში. არაბთა გაერთიანებული სამეფო კი იმ ორმოცი ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომელსაც წვდომა აქვს Pegasus-ზე და ასევე გაერთიანებული სამეფოს ნომრებზე.
კემბრიჯისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საერთო პროექტის ფარგლებში საამიროების საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესება, ერთობლივი ინოვაციური ინსტიტუტის შექმნა და ამასთან ერთად კლიმატურ ცვლილებებთან გასამკლავებელი სამუშაოები იგეგმებოდა. ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია იმ პროექტის მომავალი, რომლის ღირებულება 320 მილიონ გირვანქა სტერლინგს აღემატება.
დატოვე კომენტარი