კენია კომპანია Netflix–ს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხებისათვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს. მიზეზად „შოკისმომგვრელი და აშკარად ეროტიული“ ვიდეომასალის ეთერში გაშვება დასახელდა, რომელმაც კენიის ხელისუფლების აზრით, შესაძლოა ბავშვების ფსიქიკაზე უარყოფითდ იმოქმედოს. ამ ინფორმაციას The Financial Times–ი ავრცელებს კენიის სპორტის, კულტურის და ხელოვნების სამინისტროსთან არსებული კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით.
თუ Netflix–ი იმ კონტენტზე წვდომას არ შეზღუდავს, რომელიც შეიძლება ახალგაზრდებზე რადიკალურად უარყოფით გავლენას ახდენდეს, შესაძლოა სერვისი ქვეყნის ტერიტორიაზე დაიბლოკოს – აცხადებენ სამინისტროში. თუმცა, კომისია მზად არის Netflix–ის წარმომადგენლობას შეხვდეს და პრობლემის გადაჭრის გზები განიხილოს. კენია იმ 130 ქვეყნიდან ერთ-ერთია, სადაც Netflix–მა ოპერირება 2016 წლიდან დაიწყო.
დატოვე კომენტარი