Kering-ი საცდელ მოლაპარაკებებს მართავს Moncler-თან, რომელიც მათშესაძლო გარიგებას უკავშირდება. Kering-ის მფლობელობაში უკვე არის ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა Gucci-ი, Alexander McQueen-ი, Bottega Veneta და Saint Laurent-ი. როგორც კომპანიებთან დაახლოებული პირები აცხადებენ, მათი გარიგების გადაწყვეტილების პროგნოზირება ამ ეტაპზე რთულია. მხარეები ოფიციალურ განცხადებას ჯერ არ აკეთებენ და ამას ინფორმაციის კონფიდენციალურობით ხსნიან.
თუკი მოლაპარაკები წარმატებით დასრულდება, Kering-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრანსუა-ანრი პინომ დაახლოებით 11 მილიარდი ევრო (12 მილიარდი დოლარი) უნდა შესთავაზოს იტალიელ მილიარდერს რემო რუფინის, რომელიც თავის მხრივ 22.5%-ის მფლობელია Moncler-ში.
რუფინი ”საცდელ მოლაპრაკებებს მართავს ინვესტორებთან და სექტორის სხვა წარმომადგენლებთან, რათა შეისწავლოს პარტნიორის სტრატეგიული პოტენციალი, რაც Moncler- ის მომავალი წარმატებული განვითარების წინაპირობაა“.
უნდა აღინიშნოს, რომ Moncler-თან კოლაბორაცია Kering-ს საშუალებას მისცემს ღირსეული კონკურენცია გაუწიოს LVMH-ს, რომელმაც ახლახანს შეიძინა მსოფლიოში ცნობილი საიუველირო კომპანია Tiffany & Co. 16.2 მილიარდ დოლარად.
ბოლო პერიოდში, Kering-ი სულ უფრო მეტად დამოკიდებული გახდა Gucci-ზე, რადგან მოდის სახლმა კომპანიას ოპერაციული მოგების სამ მეოთხედზე მეტი მოუტანა. Moncler-თან გრიგება კი მას ბაზარზე დივერსიფიცირებაში დაეხმარება, რადგან Moncler-ის ძვირადღირებული ქურთუკები აქტუალობას არ კარგავს და ისევ მოთხოვნადია. აღსანიშნავია, რომ Moncler-ი მოგების მარჟით კონკურენციას უწევს Hermes International-საც კი.
წყარო: Bloomberg
დატოვე კომენტარი