COVID-19-მა ბიზნესის თითქმის ყველა სფერო მნიშვნელოვნად დააზარალა, თუმცა ამავდროულად, შექმნილმა ვითარებამ ხელოვნური ინტელექტის განვითარების საჭიროებაც გამოკვეთა. დღის წესრიგში დისტანციურად მომუშავე დასაქმებულებისათვის, სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის ელექტრონული პლატფორმების შექმნა დადგა. ამასთან, საჭირო გახდა სავაჭრო სერვისების გაციფრულებაც.
ამ ფონზე, ხელოვნური ინტელექტის განსავითარებლად შექმნილი კომპანიები არა მხოლოდ კომპიუტერული, რობოტექნიკის მიმართულებით ცდილობენ განვითარებას, არამედ ჯანდაცვისა და ბიოტექნიკის კუთხითაც.
გთავაზობთ ჩრდილოამერიკული ხელოვნური ინტელექტის ტოპ-კომპანიების მოკლე ჩამონათვალს.
DATABRICKS
ღირებულება: $28 მლრდ
DATABRICKS-ი მონაცემთა შენახვის, დამუშავების, ანალიზის მიმართულებით მუშაობს. კომპანიის მხარდამჭერებს შორის ტექგიგანტები- Amazon-ი, Google-ი, Microsoft-ი არიან.
SCALE AL
ღირებულება: $7 მლრდ
კომპანია დამკვეთებს ხელოვნური ინტელექტის სისტემების შექმნასა და გამართვაში ეხმარება. SCALE AL-ის დამკვეთებს შორის Etsy-ი, PayPal-ი, Samsung-ი და Toyota არიან.
SAMSARA
ღირებულება: $5.4 მლრდ
კომპანია მონაცემებზე დაკვირვებისა და დამუშავების შემდეგ, ხელოვნური ინტელექტის სისტემის გამოყენებით, შეცდომების აღმოჩენასა და დასწავლის მეთოდების გაუმჯობესებას ცდილობს. მაგალითად, მანქანის მართვის დროს სისტემას შეუძლია მცდარი მანევრების შემჩნევა და მძღოლის გაფრთხილება და მისთვის რეკომენდაციების მიცემა.
KOMODO HEALTH
ღირებულება: $3.3 მლრდ
KOMODO HEALTH-ის ხელოვნური ინტელექტის ალგორითმს ფართო საინფორმაციო ბაზის გამოყენებით შეუძლია წამლების სამომავლო საბაზრო ფასების განსაზღვრა, კლინიკური ცდებისთვის პოტენციური პაციენტების აღმოჩენა და მკურნალობის ეფექტიანობის განსაზღვრაც.
DATAROBOT
ღირებულება: $2.8 მლრდ
კომპანია მომხმარებლებს კონკრეტული მონაცემების მიხედვით პროგნოზის გაკეთებისა და მის შესაბამისად განსაზღვრული მათემატიკური მოდელების აგების შესაძლებლობს აძლევს. მაგალითად, პანდემიისას DATAROBOT-ი ამერიკის ფედერალურ მთავრობასთან თანამშრომლობდა. პროექტის მიხედვით, შესაძლებელი გახდა საავადმყოფოების მონაცემების იმგვარად ვიზუალიზაცია, რომ შესაძლებელი ყოფილიყო სასუნთქი აპარატებისა და საწოლების დეფიციტის განსაზღვრა და მასზე დროულად რეაგირება.
ICERTIS
ღირებულება: $2.8 მლრდ
კომპანიის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის სისტემას 40 სხვადასხვა ენაზე შესრულებული მილიონობით კონტრაქტის მონიტორინგი და რისკების ანალიზი შეუძლია. ICERTIS 225 მომხმარებელს შორის Apple-ი, Johnson & Johnson-ი, Porsche და Microsoft-იც არიან.
DUOLINGO
ღირებულება: $2.4 მლრდ
კომპანია ენის შემსწავლელი აპლიკაციისათვის ხელოვნური ინტელექტის სისტემას იყენებს.
GONG
ღირებულება: $2.2 მლრდ
კომპანია ხელოვნური ინტელექტის სისტემის გამოყენებით საუბრის მანერასა და ენობრივ სტილს აკვირდება, აანალიზებს და დამკვეთ გაყიდვების გუნდს გარიგებების, სავაჭრო შეთანხმების შესახებ დაკვირვებებს აწვდის (მაგალითად, შეთანხმების რისკებთან, მოლოდინებთან დაკავშირებით).
CLARI
ღირებულება: $1.6 მლრდ
კომპანია მონაცემების მართვის, ზედამხედველობის ოპტიმალურ მეთოდზე მუშაობს, რითაც დამკვეთებს ინფორმაციის სათანადო დამუშავების მეთოდებით, პროგნოზის გაკეთების საშუალებასაც აძლევს.
DATAIKU
ღირებულება: $1.4 მლრდ
კომპანია დამკვეთებს (მაგალითად, Pfizer-ს, Sephora-ს და Unilever-ს) , რომელთაც სათანადო რესურსები არ გააჩნიათ ხელოვნური ინტელექტის სისტემების შესაქმნელად, სისტემების გამართვაში ეხმარება. მაგალითად, Levi’s-მა DATAIKU-ს ინსტრუმენტების გამოყენებით, თავადვე შეძლო ხელოვნური ინტელექტის სისტემის შექმნა, რომელიც მომხმარებლებს სათანადო რეკომენდაციებს აძლევდა.
სია სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.
დატოვე კომენტარი