2017 წელს მსოფლიოში ხორბლის ექსპორტმა 39 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2016 წელთან შედარებით ექსპორტი 6.8%-ით გაიზარდა. ექსპორტის ნახევარი ევროპის ქვეყნებზე მოდის, თუმცა ხორბლის ყველაზე მსხვილ ექსპორტიორ ქვეყანას – საფრანგეთს, ექსპორტიორი ქვეყნების ტოპ 10-ში მე-5 ადგილი უჭირავს.
ცალკე აღებული ქვეყნების მიხედვით ხორბლის ექსპორტით აშშ-ია პირველ ადგილზე. 2017 წელს აშშ-მა 6.1 მილიარდი დოლარის ხორბალი გაიტანა ექსპორტზე, რაც მსოფლიო ექსპორტის 15.7%-ია.
მეორე ადგილზე რუსეთია – 5.8 მილიარდიანი ხორბლის ექსპორტით. ხოლო მესამეზე კანადაა 5.1 მილიარდი დოლარით. უმსხვილეს ექსპორტიორებში ხვდება უკრაინაც, რომელიც მე-6 ადგილს იკავებს 2.8 მილიარდი დოლარის ხორბლის ექსპორტით.
ცხრილი: ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორები, 2017 წელი
ქვეყანა | მილიარდი აშშ დოლარი |
აშშ | 6.1 |
რუსეთი | 5.8 |
კანადა | 5.1 |
ავსტრალია | 4.7 |
საფრანგეთი | 3 |
უკრაინა | 2.8 |
არგენტინა | 2.4 |
გერმანია | 1.6 |
რუმინეთი | 1.1 |
ბულგარეთი | 0.8 |
დატოვე კომენტარი