ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ტრადიციას შეუერთდა და წელს პირველად, კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ჩაერთო. კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე, მსოფლიო მასშტაბით, ოქტომბერში აღინიშნება.
ციფრული ტექნოლოგიების მიღწევები სწრაფს და ეფექტიანს ხდის ფინანსური და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების მიღებას, ამავდროულად, იზრდება გარკვეული კიბერრისკებიც. საბანკო/საფინანსო ინფორმაციის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა არაერთი პროექტი უკვე განახორციელა.
კიბერუსაფრთხოების თვის ფარგლებში ორი ვიდეო რგოლი შეიქმნა, რომელშიც გადმოცემულია რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ამბავი კიბერთაღლითობის შესახებ.
საქართველოს ეროვნული ბანკი, საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუს, საბანკო ასოციაციისა და ექვსი კომერციული ბანკის – თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის, ვითიბი ბანკი ჯორჯიას, ლიბერთი ბანკის, ბაზისბანკისა და პაშა ბანკი საქართველოს ჩართულობითა და მხარდაჭერით, კიბერცნობიერების ამაღლების თვესთან დაკავშირებულ აქტივობებს საზოგადოებას მთელი თვის განმავლობაში სთავაზობდა.
კიბერუსაფრთხოების თემაზე შექმნილი პოსტერებისა და სლოგანების კონკურსის გამარჯვებული ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ვებინარის „კიბერუსაფრთხოება როგორც პროფესია“ ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
შეიტანე წვლილი. #იყავიკიბერფრთხილი