მილიარდერმა კიმ კარდაშიანმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მისი შექმნილი ტანსაცმლის კომპანია „სკიმსი“ 2021 ოლიმპიადაში მონაწილე ქალებისთვის ტანსაცმელს დაამზადებს.
ოლიმპიადისთვის შექმნილი ტანისამოსი გამოირჩევა მინიმალიზმითა და მაქსიმალური კომფორტით. მასზე ასევე დატანილია აშშ-ის დროშა და ოლიმპიური გუნდის ლოგო. ოფიციალური კამპანიისთვის ტანისამოსი მოირგეს პარაოლიმპიელმა სკაუტ ბასეტმა, მორბენალმა დალაილა მუჰამედმა, ფეხბურთელმა ალექსანდრა მორგანმა და მოცურავე ჰეილი ანდერსონმა. ტანისამოსის ახალ კოლექციას აშშ-ის გუნდის ყველა წევრი უფასოდ მიიღებს, ხოლო ივლისში „სკიმსის“ მომხმარებელთათვისაც იქნება ხელმისაწვდომი.
კარდაშიანი წერს, რომ მისთვის უდიდესი პატივია იყოს აშშ-ის გუნდის წევრი, ვინაიდან მთელი ბავშვობის განმავლობაში აღტაცებული იყო ოლიმპიელების სიძლიერითა და ენერგიით. აღსანიშნავია, რომ კიმ კარდაშიანის მამინაცვალი, ტრანსგენდერი ოქროსმედალოსანი ქეითლინ ჯენერი, აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ათლეტი იყო 1970-იან წლებში.
დატოვე კომენტარი