მოსწავლეებისთვის განვითარებისა და განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად საქართველოს ბანკი საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და კინსგსის თანამშრომლობის ფარგლებში, ყველაზე მასშტაბური სასკოლო ოლიმპიადა გაიმართა.
საქართველოს მასშტაბით ოლიმპიადაში მონაწილეობა 49 000-მდე სკოლის მოსწავლემ მიიღო. 90 გამარჯვებული ბაკურიანში, კინგსის ბანაკში გაემგზავრა, სადაც საინტერესო და ინტელექტუალურ თამაშებში მონაწილეობასთან ერთად ლიდერულ და გუნდური მუშაობის უნარებს ივითარებდნენ. საქართველოს ბანკმა კი ოლიმპიადის ყველა მონაწილეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი საგანმანათლებლო პლატფორმის – ლუპის ერთთვიანი პაკეტი გადასცა.
წელს საქართველოს ბანკმა სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ოლიმპიადის ფინალში მონაწილეობის საფასური სრულიად დაუფინანსა, sCool Card-ის მფლობელ კინგსელებს კი რეგისტრაციისას 20%-იანი ფასდაკლებით შეეძლოთ ესარგებლათ.
კინგსის შემოდგომის სეზონის ფარგლებში, ოლიმპიადა სამ საგანში – ქართულში, მათემატიკასა და ინგლისურ ენაში ჩატარდა. მასში მონაწილეობა II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.
ტესტირება საქართველოს 12 დიდ ქალაქში გაიმართა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, გორი, თელავი, ახალციხე, ზესტაფონი, ოზურგეთი, სამტრედია, ფოთი.
თითოეულ საგანში ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდა. პირველი ტურის ტესტები მეტწილად სასკოლო მასალებს ეყრდნობოდა, ხოლო ფინალური ტესტები კრიტიკული აზროვნებისა და ცოდნის ინტერპრეტირების უნარებზე იყო ორიენტირებული.
გამომდინარე იქიდან, რომ ფინალურ ტურში უმაღლესი ქულა მოსწავლეების დიდმა ნაწილმა მიიღო, გამარჯვებულის გამოსავლენად სამივე საგანში სუპერფინალი ჩატარდა.
„სუპერფინალები თითქმის ყოველ წელს ტარდება, რაც ოლიმპიადას უფრო საინტერესოს ხდის. სუპერფინალების საჭიროება ნიშნავს, რომ მოსწავლეებს არ უჭირთ თავი გაართვან სააზროვნო დავალებებს. სუპერფინალების ბოლოს თითოეული საგნის ყველა საკლასო კატეგორიაში ჯამში 90 გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებულების 64% დედაქალაქის სხვადასხვა სკოლის, ხოლო 36% რეგიონის სკოლების მოსწავლეები არიან. სუპერფინალის გამარჯვებულიც სწორედ რეგიონიდან არის, რომელმაც შეძლო სამივე საგანში ჯამურად ყველაზე მაღალი ქულის დაგროვება. სასიხარულოა, რომ წელს გამარჯვებულები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან გვყავს“, – აღნიშნავს კინგსის მარკეტინგის მენეჯერი, სოფო სრესელი.
„საქართველოს ბანკში მიზნად ვისახავთ, ახალგაზრდებისთვის შევქმნათ განათლების შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ, ჩვენ 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. მათ შორის გამორჩეულ ადგილს კინგსის ოლიმპიადა იკავებს – ყველაზე მასშტაბური სასკოლო ოლიმპიადა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, განვითარდნენ, გამოავლინონ საკუთარი ცოდნა და შეიძინონ ახალი კავშირები. ოლიმპიადის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. გვახარებს ის ფაქტი, რომ შემოდგომის სეზონზე მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით, 49 000-მდე მოსწავლემ მიიღო, რაც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. მალე ოლიმპიადის ახალი სეზონი დაიწყება და ვიმედოვნებთ, კიდევ უფრო მეტი მოსწავლისთვის შევქმნით განათლების შესაძლებლობას“, – აღნიშნავს საქართველოს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) გუნდის უფროსი ანა ლომთაძე.
კინგსის ოლიმპიადის ახალი სეზონი თებერვლის ბოლოს დაიწყება. ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
S